პარლამენტში 1-ელ დეკემბერს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

პარლამენტი, მიმდინარე კვირას, “მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

“მინისტრის საათი“ 1-ელი დეკემბრისთვის დაინიშნა.

ჩხენკელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება დებატებიც.

“მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს