ირაკლი ბერაია - ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს

ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

ბერაიამ ბუქარესტში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის შესახებ ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე დინამიური და შინაარსობრივი, ქვეყანა არასდროს ყოფილა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ისე წინ წაწეული, როგორც დღეს.

“ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მინისტერიალის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი ალიანსის ღირებული პარტნიორის - საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მინისტერიალის ამგვარი დღის წესრიგი და მასში საქართველოს მონაწილეობა, რომელსაც წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს გააზრებულ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს და ნატო-ს მოკავშირეებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. ეს მკაფიოდ მიუთითებს, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაურესების საპასუხოდ საქართველოს მიმართ მეტი ყურადღებისა და მეტი რესურსების კონცენტრაციაზე, მეტ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიღება საქართველოს ჩართულობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკითხი სოლიდურ ადგილს იკავებდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში, სადაც ალიანსის 30-მა სახელმწიფომ რეზოლუციებით დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

მისივე თქმით, საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფება და საკვანძო როლს ასრულებს რეგიონში რუსეთის და რუსული გავლენების შეკავებაში.

“იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აწარმოებს კონვენციურ და ჰიბრიდულ ომს რეგიონში, როდესაც ალიანსი ახორციელებს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის ძალთა სტრუქტურის და განლაგების ადაპტაციას, როდესაც ნატოს ევროპელი მოკავშირეები მიისწრაფვიან ენერგო რესურსების და ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციისკენ, როდესაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და მისი ნატო-ში გაწევრიანების საჭიროება. საქართველო, თავის მხრივ, მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგელობის აღებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული მოკავშირეების გეოპოლიტიკური გამოფხიზლება და ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარება. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ქართული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო