დავით სერგეენკო სააკაშვილზე - ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, არც წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს

„ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგენკოს განცხადებით, თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით კომისიურ განხილვას დაექვემდებარება, არანაირი შეფერხება, მით უმეტეს, პოლიტიკური ბარიერი არ იქნება იმისა, რომ საკითხი დადგენილი წესით იქნას განხილული.

„არსებული მოქმედი პროცედურა ასეთია, რომ არის დაავადებათა და მდგომარეობათა საკმაოდ მოცულობითი ჩამონათვალი და თუ ამ კრიტერიუმებში ამა თუ იმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედის, ის კომისიურ განხილვას ექვემდებარება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, პრეცედენტული სისტემა არის ასეთი. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეს დიაგნოზები რამდენად შეესაბამება არსებულ პროცედურას ამას ვერ გეტყვით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თუკი არის შესაბამისობა, არანაირი შეფერხება, მით უმეტეს, პოლიტიკური ბარიერი არ იქნება, რომ ეს ყველაფერი კომისიურად, დადგენილი წესით იქნას განხილული”, - განაცხადა სერგენკომ.

მისივე თქმით, თუკი ექიმები საჭიროდ ჩათვლიან, რომ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება სჭირდება, მაშინ კვლევა საქართველოში ჩატარდება, ხოლო თუ არის ისეთი კომპონენტი, რომლის ჩატარებაც საქართველოში არ შეიძლება, ამისთვის საზღვარგარეთ ნიმუში იგზავნება და არა პაციენტი.

სერგენკოს განცხადებით, ერთადერთი დაბრკოლება, რამაც შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას, ამ საკითხის პოლიტიზირებაა.

„ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის, ეს არის ამ საკითხის პოლიტიკური ანგაჟმენტი, როდესაც არ აცდიან ექიმებს. ექიმები ჩუმად არიან და კლინიკურ მედიცინაზე ლაპარაკობენ ადვოკატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი. ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება. ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, არც კი წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. ეს ბევრად სწრაფად ხდება ხოლმე. ოღონდ აცადონ ამ ექიმებს მუშაობა, ადგილობრივებსაც და ჩამოსულებსაც“, - განაცხადა დავით სერგენკომ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა