ლევან იოსელიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს -  სახელმწიფო თავიდან ბოლომდე  პასუხისმგებელია, რომ ათი წლის  მანძილზე ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ენის შესწავლა

მესმის, რომ ერთ წელიწადში შეუძლებელია 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამოსწორება, მაგრამ 10 წელია თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ათი წლის წინ რომ დაგეწყოთ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართულს ასწავლით, რაც ძალიან კარგია, დღეს ხომ ამ პროგრამის აუცილებლობა საერთოდ აღარ იქნებოდა. დღეს რომ ბაღებში დაიწყეთ ქართულის ენის შესწავლა აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეებისთვის ეს ხომ შედეგს ათი წლის შემდეგ გამოიღებს!, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.

მისი თქმით, სამინისტროს აქვს შესაბამის ბიუჯეტი იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა სრულად დააფინანსოს.

„ვთვლი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, თქვენ გაქვთ საკმარისზე დიდი დაფინანსება იმისთვის, რომ გაწვდეს 1300 სტუდენტს. სახელმწიფო თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია, რომ ათი წლის მანძილზე ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ენის შესწავლა. კარგია, რომ 200 სტუდენტს აფინანსებთ, მაგრამ ეს პროგრამა უნდა იყოს ყველასთვის უფასო, ეს ნათელია! სახელმწიფოში, სადაც ამ ხალხის ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს ყველა საფეხურზე, მათ ვაიძულებთ, რომ თანხა მოიზიდონ და გადაიხადონ ფული ქართული ენის სწავლაში. ეს აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია. განათლების სამინისტროსთვის ამ სტუდენტების დაფინანსება პრობლემა არ არის და ამით ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოევლება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე