თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ", ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის" ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ასევე მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი აღჭურვილობის გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და კახეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.

„ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის" ფარგლებში, ჯამში ეტაპობრივად გადაეცემათ სხვადასხვა ზომის 5397 კონტეინერი, 223 უნიფორმა, ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომის 24 ერთეული სპეციალური და პიკაპის ტიპის 10 სატვირთო მანქანა. ამასთანავე, ქაღალდის/მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ თელავის აღჭურვა კონტეინერებითა და სეპარირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში