„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა და 47.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.8 პროცენტით მეტია:

„2022 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 61.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 პროცენტი, საშუალოზე - 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.1 პროცენტი. 2022 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 16.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი).

„2022 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი. 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე

მაღალი წილი - 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება. 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.7 პროცენტი) და ვაჭრობა (19.4 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2022 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.7 და 10.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.5 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.2 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი 76.6 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 6.4 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.4 პროცენტი; იმერეთი – 4.2 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.1 პროცენტი. ხოლო რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე თბილისი 63.6 პროცენტით, შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 6.8 პროცენტი; იმერეთი – 7.0 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 3.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.1 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.1 პროცენტი; იმერეთი – 7.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა