სალომე სამადაშვილი - იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს შესაძლებლობებს, დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის ციხეში დაღუპვა, გარდა იმისა, რომ სერიოზული გამოწვევა იქნება ქვეყნისთვის, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის თავად ივანიშვილს

იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, რათა დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის დაღუპვა ციხეში, გარდა იმისა, რომ სერიოზული გამოწვევა იქნება ქვეყნისთვის, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის თავად ივანიშვილს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც.

სამადაშვილის თქმით, არსებობს პრეცედენტები, როცა სასამართლომ სხვა პატიმრების შემთხვევაში, მათი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო სასჯელისგან ვადამდელი ან დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილება, ამდენად, მისთვის, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის შემთხვევაში.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ დღეს სასწორზე დგას მისი სიცოცხლე, უქმნის სერიოზულ გამოწვევას ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პრობლემას ეხმაურებიან საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე მოვისმინეთ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლონეთის მხრიდან იქნება ასევე ამ თემაზე საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის, იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ამ ქვეყანაში მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, დაარწმუნოს იმაში, რომ სააკაშვილის დაღუპვა საქართველოს ციხეში შეუქმნის ივანიშვილს უმძიმეს პრობლემებს, გარდა იმისა, რომ ეს იქნება სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის. სწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, სასამართლოსთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება პოლიტიზებული და მოტივირებული იქნება ერთადერთი საკითხით - პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. ის, რომ სხვა პატიმრების შემთხვევაში სასამართლოს აქვს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება, არის დადასტურებული, ანუ სიცოცხლის გადასარჩენად ვადამდელი ან დროებით გათავისუფლება და გადაყვანა სამკურნალოდ არის გათვალისწინებული, ამის პრეცედენტები არსებობს და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან არ მოუსმენია არანაირი არგუმენტი და არ უნახავს არანაირი მტკიცებულება, რაც ეჭვს შეიტანს იმ დასკვნებში, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები აკეთებენ.

"ჩვენ ვიცით ის ინფორმაცია, რაც მოსმენილი გვაქვს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, ასევე "ვივამედის" წარმომადგენლებისგან, სახალხო დამცველის კონსილიუმისგან და ვნახეთ, რომ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე არ გამოაჩინა სააკაშვილი ხელისუფლებამ. ის ან ისე ცუდად არის, რომ რამდენიმე კილომეტრზე რეანიმობილითაც კი ვერ გადაიყვანენ, ან ხელისუფლებას არ სურს, მისი მდგომარეობა იხილოს საზოგადოებამ. ორივე შემთხვევაში დასკვნა არის ის, რომ შეფასებები, რაც გვესმის ექსპერტებისგან, არის აბსოლუტურად ზუსტი და თუ სხვა ინფორმაცია არსებობს, ან თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორსაც აღწერენ ექსპერტები, ამის მტკიცებულების ვალდებულება ეკისრება ხელისუფლებას და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი არგუმენტი, ვერანაირი მტკიცებულება, რაც ეჭვს შეიტანს იმ დასკვნებში, რაც მოვისმინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა