ლევან დავითაშვილი - დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, ამიტომ ბანკებს ამ ეტაპისთვის საშეღავათო მოდელის გამოყენება არ სჭირდება

დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, ამიტომ ბანკებს ამ ეტაპისთვის საშეღავათო მოდელის გამოყენება არ სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ აღარ გადადის ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე.

მინისტრის განმარტებით, ესტონური მოდელი, რომელიც ძირითადად საშეღავათო მოდელია, სადაზღვევო სექტორისთვის იმუშავებს, რადგან ის საბანკო სექტორის წარმატებებისგან საკმაოდ შორსაა.

„ნებისმიერი საგადასახადო ფისკალური პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ, არის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ეს არის როგორც წესი, ამა თუ იმ დარგის ხელშესაწყობად, წასახალისებლად გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეგვიძლია ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო სექტორია, იმიტომ, რომ ქართული ბანკები არიან, მათ შორის, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლიგაში წარმოდგენილი. ანუ, ისინი მმართველობის და გამჭვირვალობის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ აქვთ საკმაოდ მაღალი ნდობა, საიმედოობა და კაპიტალის მოზიდვის ძალიან მაღალი ხარისხი და შესაძლებლობები. ესტონური მოდელი არის ძირითადად საშეღავათო მოდელი. დღეისათვის ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი არის მნიშვნელოვნად განვითარებული და ამიტომ ბანკებს ამ ეტაპისთვის საშეღავათო მოდელის გამოყენება არ სჭირდებათ. ამაზე მკაფიო კომუნიკაცია იყო ბანკებთან. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ბანკებთან კომუნიკაციის შედეგადაც იყო მიღებული.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს - სადაზღვევო სექტორისთვის გადავადებულია ერთი წლით. სადაზღვევო სექტორისთვის ესტონური მოდელი იმუშავებს, იმიტომ, რომ სადაზღვევო სექტორი დღეს საკმაოდ შორს არის საბანკო სექტორის წარმატებებისგან. სადაზღვევო სექტორს ჯერ კიდევ განვითარების მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში