უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მელინდა სიმონსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკრაინის სულს და სიმტკიცეს ვერ გატეხს.
„რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სასტიკი, ცინიკური და უკრაინის სულისა და სიმტკიცის წინააღმდეგ არაეფექტურია“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 5 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების გასროლილი 70 რაკეტიდან 60-ზე მეტი ჩამოაგდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"