„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზა საჯაროდ, რომ თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარებათ, კლინიკაში პირადად მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
"რაც არ უნდა ზიზღით განმსჭვალული ენით ისაუბროს მმართველმა გუნდმა, ფაქტი არის ერთი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის არა პროგრესირებადი, არამედ რეგრესია, ადამიანი არის ცუდად. ჩემს დაკვირვებას მოგახსენებთ ყოველგვარი დრამატულობის გარეშე, რომ წონის კლება არის ძალიან მძიმე. როდესაც მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მმართველ გუნდს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევხედოთ ამას არა პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ ჰუმანიტარულ და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის", - განაცხადა დეკანოიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"