თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს „ნიღაბი 2022“ მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისის სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს „ნიღაბი 2022“ მასპინძლობს, რომელიც მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ იმართება.

ფესტივალისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზის კარი 2 დეკემბერს გაიღო.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, ფესტივალის ჟიურის მუდმივი თანადგომისთვის, მონაწილე უნივერსიტეტების დასებს კი წარმატება უსურვა.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე მეცხრედ მასპინძლობს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალს. ეს ტრადიცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, თსსუ-ის თეატრალური დარბაზი ყოველთვის მზად იქნება ფესტივალს უმასპინძლოს... ჩვენ არავის ვეჯიბრებით, და თუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, მხოლოდ თეატრის სიყვარულში", - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფესტივალის პირველ დღეს, 2 დეკემბერს სცენა დაეთმო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დასს „ჰიგია“, რომელიც აუდიტორიის წინაშე პრემიერით, სპექტაკლით „ძველი თბილისის მელოდიები“ წარდგა.

ფესტივალის მიმდინარეობისას 3-6 დეკემბერს სპექტაკლები გამართეს: საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) - “ორკესტრი“; საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) - „დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - „ვთამაშობთ სამანიშვილს“.

ფესტივალის მონაწილეებისთვის: 6 დეკემბერს უკრანიელმა რეჟისორმა ნატაშა იაკიმჩენკომ სასცენო იმპროვიზაციის, ხოლო 7 დეკემბერს ქორეოგრაფმა დავით ჭანიშვილმა სასცენო მოძრაობის შესახებ ჩაატარეს მასტერ-კლასები.

ფესტივალის დარჩენილი დღეების პროგრამა ასეთია:

8 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სპექტაკლს „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“.

9 დეკემბერს კი, თსსუ-ის თეატრალური დარბაზის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგება მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური დასი სპექტაკლით „გასასვლელი არ არის“.

10 დეკემბერს გაიმართება თბილისის სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის “ნიღაბი 2022” - ის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს აფასებენ ჟიურის წევრები: თავმჯდომარე ეკა მჟავანაძე, მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე, გიორგი ჯიქია, ეკა მოლოდინაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ზუკა პაპუაშვილი, ია სუხიტაშვილი; რეჟისორი ციცი კობიაშვილი.

ფესტივალი „ნიღაბი-2022“ წელს უკვე მეცხრედ ტარდება, ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით