ბექა დავითულიანი - სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას მოკვდეს, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება

პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთი წლის განმავლობაში, ალბათ, დაახლოებით, 10-12-ჯერ იდგა და ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მადლობა ღმერთს, ცოცხალი და ჯანმრთელია. მე ვისურვებდი, რომ ჯანმრთელი იყოს, ის სასჯელი ღირსეულად მიიღოს და მოიხადოს, რომელიც მას ქართული მართლმსაჯულების მიერ აქვს მისჯილი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას აქვს პასუხისმგებლობა, რომ პატიმარი იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი.

„მე ვიცი ის, რომ ამ პასუხისმგებლობის ქვეშ პენიტენციური არ დაუშვებს, რომ მისი „გულგრილი“ დამოკიდებულების გამო, პატიმრის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.

რაც შეეხება დაავადებებს, რომელთა შემთხვევაში სასჯელის გადავადება ხდება, ეს არის უმძიმესი დაავადებები და მე არცერთ დასკვნაში მსგავსი მძიმე დაავადების შესახებ არ წამიკითხავს.

მახსოვს „ემპათიას“ დასკვნა თვეების წინ და ბოლო წუთებს ვითვლიდით, მადლობა ღმერთს, მათი დასკვნა არ გამართლდა. მჯერა, რომ არც ახლა გამართლდება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, პენიტენციური სისტემის ინტერესშია მას პატიმარი არ გარდაეცვალოს. ექიმები რომ ასეთ საფრთხეებს ხედავდნენ, ისინი გააკეთებდნენ მკაფიო განცხადებას, რომ ეს ადამიანი შეუძლებელია ჩვენ პირობებში მკურნალობის კურსს გადიოდეს და გვიშველეთ, სადმე გაიყვანეთო. პირველი, ვისაც პრობლემა შეექმნება, ეს არის პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემა, რატომ წავა ამ რისკზე?“, - აცხადებს დავითულიანი.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, არავის ინტერესში არ არის სააკაშვილს „რამე რომ მოუვიდეს“.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკური შემადგენლის მქონეა, ვინაიდან, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური რეზონანსიც. ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შემადგენელი ექნება. ჯვარი გვწერია, ეს არ მინდა რომ მოხდეს და არავის უნდა, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება. პოლიტიკური მდგენელით თუ დადგა ეს პასუხისმგებლობა, გავარჩევთ. ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს“, - აცხადებს დავითულიანი.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში