მიხეილ ყაველაშვილი - რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ ნაგვად გადაიქცა და ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, გადამუშავებას დაუქვემდებარონ

რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად და ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დაუქვემდებარონ , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემით მანიპულირება საქართველოში ვეღარ შეძლეს და ეს პროცესი გადავიდა საერთაშორისო არენაზე.

ყაველაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარების მოწოდება სააკაშვილზე შეურაცხმყოფელია.

„ "გლობალ პოინტი" დაიქირავეს და ამაზეც წინასწარ ვისაუბრეთ, ეს არის პირდაპირ სპეცოპერაცია ამ ადამიანთან დაკავშირებით, გაჟღერდა რომ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული ადამიანს, რომელსაც საკვების მიღება უჭირს. ყველასთვის თვალნათელია, ხვალ ასეთი დადგმა იქნება, რომ ვითომ გული წაუვიდა, რომ მძაფრი სიუჟეტი იყოს გამოვლენილი, პირდაპირ შეიძლება [გავიგოთ] ხაჭაპურიძის ნათქვამიდან, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და ხვალ მაინც შეეცდება, რომ ჩაერთოს. ვერაფერი ვეღარ უშველის ამ ძალას, უკვე რადიკალურ ოპოზიციასაც ვეღარ დავარქმევ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური ნაგავი, ქართულ რეალობაში არსებული რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად, ცდილობენ ჩვენი პარტნიორები როგორმე გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი ეს ოპოზიცია, რომ შეუძლებელია მათი გადამუშავება და ასეთ რეალობაში ვართ.

ანა ფოტიგა და ეს ადამიანები იმ 9 წლის მანძილზეც იძახდნენ, რომ დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი, ნორა კვიციანი, უდანაშაულო ქალი არაფრის გამო რომ იჯდა 6 წელი ციხეში, მაშინ იძახდნენ, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა, გირგვლიანზე აღარ ვლაპარაკობ, 150 ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩახოცეს, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.

ევროპარლამენტარების მოწოდება თუ თეთრზე მიმტკიცებენ რომ შავია, არაფერს ნიშნავს, პირიქით შეურაცხმყოფელია, გეუბნებით, რომ ამ ადამიანების მოწოდება შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის, ნორა კვიციანი არის გარდაცვლილი და დღეს რომ გამოდიან და სააკაშვილის გადარჩენაზე გველაპარაკებიან, შეურაცხმყოფელია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას, ყაველაშვილიც აცხადებს, რომ სააკაშვილი იტყუება.

"დიაგნოზი რა აქვს სააკაშვილს?! ორი პარლამენტარია, სულ რაღაც სამ თვეში ვერ იცნობთ ისე აქვთ დაკლებული, დიტო სამხარაძეა და მეორე ბექა ოდიშარია. ლომჯარიას და კონსილიუმის ექიმმა დაადასტურა რომ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მე არ ვარ მედიცინის მუშაკი, არც კონსილიუმის წევრი, ვერ შევაფასებ, საზოგადოება უყურებს ამ პროცესს და ევროპარლამენტარები, როცა ეტყვით, რომ კვდება ადამიანი, რას იტყვიან, რომ მოკვდეს? - რა თქმა უნდა, გამოექომაგება და სპეციალურად რომ ვრცელდება პრესაში, ლობისტური კომპანია დაიქირავეს და ფულს უხდიან, რომ ამ თემაზე ივაჭრონ და მთელ ქვეყანას მოსდონ, ეს ხომ ფაქტია? ამაზე ხომ წინასწარ ვსაუბრობდით, სიმართლე ხომ სხვა რამეა და სიმართლის გაგონება არ გინდათ. იცის საზოგადოებამ და კარგად იცნობს ამ ადამიანს, იცის მისი მავნებლური მმართველობა და ამით ვერ მოხდება ამ ადამიანის "გაპრავება", მოუწევს შეგუება თავის ბედთან. თაკო ჩარკვიანი იძახდა, ხომ დაამტკიცა რომ ვაჟკაციაო და რა დაამტკიცა?! ასეთი სიმხდალე.. თქვენი ლიდერი რომ არის, გვარამია, იმაზე არ წუხხართ, იმას რა კუჭი არ სტკივა ან თავი არ ტკივა? - გაგიგიათ იმ ადამიანის წუწუნი?

და ვისზე გვესაუბრებით, პირველი დღიდან შიმშილობაზე რას აკეთებდა, მერე როგორ მთელი მსოფლიო ჩართო, რომ როგორც პატარა ბავშვი ვერ ძლებს, ვერ ეგუება, რომ ციხეში შეიძლება მოუწიოს, ეს არის ვაჟკაცობა? გორში როგორც მოიქცა ხომ დავინახეთ და იმ მოქცევის გაგრძელებაა ეს. ვის უნდა ასეთი ლიდერი? ეს არის სამარცხვინო ლიდერი, სამარცხვინოდ იქცევა და ჩართული ჰყავს ოჯახის წევრები, ცოლები, ყოფილი ცოლები, მომავალი ცოლები, რა ვიცი, მთელი საზოგადოება ჩართული ჰყავს, რომ როგორმე დაიხსნან პატიმრობიდან, ასეთი სამარცხვინო არსებაა, ეს ისტორიას დარჩება, როგორი არ უნდა იყოს მმართველი. ჩვენი ბრალია, რომ ეს ადამიანები მივაკარეთ ხელისუფლებას და დღეს გველაპარაკებიან, რომ ცუდად არის და ვერ ჭამს, ხომ ჩაერთვება ხვალ და დავინახავთ რამდენჯერ წაუვა გული სპეციალურად", - აცხადებს ყაველაშვილი.

კითხვაზე იმის თქმა უნდა, რომ სააკაშვილი იტყუება თუ რეალურად ცუდად არის? ყაველაშვილი პასუხობს: "იტყუება, აბა რა არის".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო