ილია ბეგიაშვილი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 37 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ლაგვანთაში ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის და ონში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. ამბროლაურში - ბრატისლავა რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ბაღების რეაბილიტაცია, კულტურის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს.

,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. ერთწლიანი პროექტები სრულად დასრულებულია, ასევე დასრულებულია გარდამავალი პროექტების ის წილი, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის განმავლობაში. წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ მხარისთვის, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, რეგფონდიდან, მთის, სოფლის განვითარების ფონდიდან, ასევე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ვფიქრობ, არც 2023 წელი იქნება ნაკლები ინვესტიციების კუთხით“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

როგორც პაპუნა მარგველაძემ აღნიშნა, წელს ჩვენს რეგიონში 40 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა დაიგო, ასევე 25 სოფელში დასრულებულია წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია.

„გვაქვს სამი სახიდე გადასასვლელისა და სხვადასხვა სახის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის“- აღნიშნა პაპუნა მარგველაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ილია ბეგიაშვილი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 37 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ლაგვანთაში ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის და ონში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. ამბროლაურში - ბრატისლავა რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ბაღების რეაბილიტაცია, კულტურის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს.

,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. ერთწლიანი პროექტები სრულად დასრულებულია, ასევე დასრულებულია გარდამავალი პროექტების ის წილი, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის განმავლობაში. წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ მხარისთვის, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, რეგფონდიდან, მთის, სოფლის განვითარების ფონდიდან, ასევე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ვფიქრობ, არც 2023 წელი იქნება ნაკლები ინვესტიციების კუთხით“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

როგორც პაპუნა მარგველაძემ აღნიშნა, წელს ჩვენს რეგიონში 40 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა დაიგო, ასევე 25 სოფელში დასრულებულია წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია.

„გვაქვს სამი სახიდე გადასასვლელისა და სხვადასხვა სახის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის“- აღნიშნა პაპუნა მარგველაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის