ანრი ოხანაშვილი - 2012 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია არცერთი საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ საკითხებს შეეხება

2012 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია არცერთი საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ საკითხებს შეეხება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს.

მან ოპოზიციონერი კოლეგები პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ მიერ მოყვანილ ამბებს კონკრეტული ფაქტებით უპასუხა.

„გადახედეთ დარბაზს. ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი აღარ ესწრება გამოსვლებს, დებატებს. და აქ არის მარტივი ახსნა - თქვენ წარმოიდგინეთ ციხეში, პენიტენციურ დაწესებულებაში მართლა ის რომ ხდებოდეს, რასაც ეს ადამიანები აქ ამბობდნენ, ჩვენ მათ დარბაზიდან ვერ გავიყვანდით. ეს არის ნათელი ლუსტრაცია როგორ ეწინააღმდეგებიან და როგორ ტყუილში ცდილობენ აცხოვრონ მათივე მხარდამჭერები. დღეს, რომ ის ხდებოდეს, რასაც ისინი მიახლოებით მაინც აღწერენ და როგორც მათ სურთ რომ წარმოადგინონ, მათ მხარეს იქნებოდა სიმართლე, მათ მხარეს იქნებოდა ფაქტები და მაშინ არ ექნებოდათ აქედან გასვლის მიზეზი. ამიტომ, მათივე საქციელი ამხელთ მათივე ტყუილებში. ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური საკითხი იყო და დღევანდელი სხდომაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე საუბარს დაეთმო. ამიტომ ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ მხარდამჭერებს, ჩვენ საზოგადოებას და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ფასი იმ გადაწყვეტილებებისა, რომელსაც ისინი იღებენ - სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე და რა ხდებოდა ციხეებში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით საქართველოში. დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია არცერთი საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ საკითხებს შეეხება. ეს არის ფაქტი. როდესაც ეს ადამიანები რეზოლუციაში სიყალბეს წერენ, ამ სიყალბეს ჩვენ ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილ ფაქტებს ვუპირისპირებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა