ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ ლიდერებს - მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება - 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს ნაბიჯი სწორედ ახლაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიაში შეკრებილ დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, მისი ქვეყნისთვის იარაღის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება გაზარდონ.

„რუსული აგრესია შეიძლება და უნდა დამარცხდეს. ახლა ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს. მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ დააჩქაროთ ოკუპანტების დამარცხება“, - განაცხადა ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას.

მისი თქმით, წუხელ რუსული ძალების მიერ ირანული დრონები გამოყენების შედეგად მილიონობით ადამიანი სითბოსა და წყლის გარეშე დარჩა.

„ნება მომეცით, გთხოვოთ გაზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობა. 100%-იანი საჰაერო ფარი უკრაინისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი სწორედ ახლაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს