გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ხელისუფლების წევრების განცხადებებს, რომელიც მათ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს გააკეთეს.

გიული ალასანიას თქმით, ჯანმრთელობის გაყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია და ხელისუფლება, სწორი არ არის.

„მის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! ექიმების დიაგნოზებზეა ეს ყველაფერი დამყარებული და ხელისუფლებაში ვინ არის ექიმი, მე აღარ ვიცი უკვე“, - აცხადებს ალასანია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე, როდესაც დისტანციურად ერთვებოდა, უკრაინულ ენაზე მიმართვის საშუალება არ მიეცა.

„მიხეილმა გადაწყვიტა, რომ უკრაინულ ენაზე მიემართა. უკრაინის მოქალაქეა ჩემი შვილი დღეს და უკრაინა იბრძვის, მათი პრეზიდენტი კი, ამერიკაშია ჩასული. მნიშვნელოვანი მომენტია და ალბათ, უნდოდა, რომ რაღაც ორი სიტყვა ეთქვა. ეს აუკრძალეს. მე დავინახე, რომ ეკრანი გათიშეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინულ ენაზე მოინდომა ლაპარაკი. მერე რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც ექსპერტი სასამართლოს აწვდის.

„ადამიანი ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მეორედ. ერთხელ იყო ჩამოსული. 200-ზე მეტი ტესტი ჩაუტარა, ძალიან დიდი დრო გაატარა ჩემ შვილთან, როდესაც ჩამოსული იყო გასასინჯად. ამას გარდა კიდევ ჩამოვიდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ ექსპერტმა ძალიან სერიოზული დიაგნოზები დასვა.

მისი თქმით, ამიტომაც ადვოკატმა მნიშვნელოვნად ჩათვალა აღნიშნული ექსპერტი დაეკითხა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ხელისუფლების წევრების განცხადებებს, რომელიც მათ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს გააკეთეს.

გიული ალასანიას თქმით, ჯანმრთელობის გაყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია და ხელისუფლება, სწორი არ არის.

„მის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! ექიმების დიაგნოზებზეა ეს ყველაფერი დამყარებული და ხელისუფლებაში ვინ არის ექიმი, მე აღარ ვიცი უკვე“, - აცხადებს ალასანია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე, როდესაც დისტანციურად ერთვებოდა, უკრაინულ ენაზე მიმართვის საშუალება არ მიეცა.

„მიხეილმა გადაწყვიტა, რომ უკრაინულ ენაზე მიემართა. უკრაინის მოქალაქეა ჩემი შვილი დღეს და უკრაინა იბრძვის, მათი პრეზიდენტი კი, ამერიკაშია ჩასული. მნიშვნელოვანი მომენტია და ალბათ, უნდოდა, რომ რაღაც ორი სიტყვა ეთქვა. ეს აუკრძალეს. მე დავინახე, რომ ეკრანი გათიშეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინულ ენაზე მოინდომა ლაპარაკი. მერე რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც ექსპერტი სასამართლოს აწვდის.

„ადამიანი ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მეორედ. ერთხელ იყო ჩამოსული. 200-ზე მეტი ტესტი ჩაუტარა, ძალიან დიდი დრო გაატარა ჩემ შვილთან, როდესაც ჩამოსული იყო გასასინჯად. ამას გარდა კიდევ ჩამოვიდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ ექსპერტმა ძალიან სერიოზული დიაგნოზები დასვა.

მისი თქმით, ამიტომაც ადვოკატმა მნიშვნელოვნად ჩათვალა აღნიშნული ექსპერტი დაეკითხა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია