სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ ამოცანაა - სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა.

მისივე თქმით, ეს პროცესები საქართველოს წარმატებას ევროკავშირში ხელს უშლის.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საქმიანობის არაკონსტიტუციურ ველში გადავიდა.

„დღეს უკვე დანამდვილებით იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი გამიზნული პოლიტიკაა. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანება და შესაძლო გარდაცვალება „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა. ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ შეუძლებელი გახადონ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვა პრობლემაა, სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების ვითარებაში, საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. „ქართული ოცნება“ გადავიდა საქმიანობის არაკონსტიტუციურ ველში. ჩვენი კონსტიტუციით, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სახელმწიფო ამოცანაა.

ის, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ამას მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი არ ამბობს, ამას ამბობს ყველა სამედიცინო კომპეტენტური დასკვნა. „ქართული ოცნება“ არც კი ცდილობს,რომ რაიმე საფარი შექმნას საკუთარი პოზიციის გასამართლებლად. ეს ყველაფერი საქართველოს ყველა გულშემატკივარს უმტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს დამატებით პრობლემებს უქმნის. ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, არჩევანი პუტინის სასარგებლოდ გააკეთა. ამის შედეგს ის მალე იხილავს.

არ მაქვს განცდა, რომ აქციებით რაიმე შეიცვლება. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო არჩევანი ვლადიმერ პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის. აქცია თუ სჭირდება საქართველოს პრეზიდენტს სწორი არჩევანისთვის, არ ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ მას ეს აქციების გარეშეც ესმის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო