დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია - ის არის შეპყრობილი ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია - ის არის შეპყრობილი ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

ხუნდაძე იმასაც ამბობს, რომ „ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას“.

„მსგავსი ტიპისა და შინაარსის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო - ეს იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია ის, რომ თუკი ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ის ცუდად ალაპარაკდეს და მან ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომელიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც. რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქს პალატაში იხდის, მას მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში ემსახურება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა მოტანილი, რომ მას სჭირდება მკურნალობა, რისი რესურსიც საქართველოს არა აქვს.

„საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ასეთ საკითხებს სამართალი წყვეტს და არა პოლიტიკური დაკვეთები“, - დასძინა დიმიტრი ხუნდაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ