შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს, რატომ აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა აეკრძალა.

ადვოკატის თქმით, მან პენიტენციურ სამსახურს მიმართა და უწყებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

ამასთან, ადვოკატმა ისაუბრა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს, სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა იმიტომ, რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ რამდენიმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები. ამიტომ ზეგ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდევ 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს.

მე გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, შეკითხვით, რომ ფაქტი ერთი, რომ შაბათ-კვირას ადვოკატები არ შეუშვეს, რაც ამდენი ხანს არ ყოფილა და წერილების გამოტანა. ეს წერილები არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ან რაღაც, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ნორმები. ისიც გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს ამ ადამიანს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო