ზაზა ფირალიშვილი - 2023 წლის მთავარი პრობლემა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იქნება, შორს არ არის დრო, როცა ორმაგი თამაშებით მათ თვალში ლუკაშენკოს დავემსგავსებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით და რა პრობლემებით სრულდება 2022 წელი და 2023 წელს რა საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება ქვეყანა, „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, რადგან წელი სრულდება და ახლა სწორედ ის დროა, შევეცადოთ 2022 წლის შეჯამებას. ვიცი რთული და დიდი თემაა, მაგრამ, რადგანაც ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში ეკონომიკური და სოციალური მიღწევებით ხშირად ამაყობს, მოდით საუბარი საშინაო პოლიტიკაში ვითარებით დავიწყოთ.

რამდენად წარმატებული იყო 2022 წელს ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა?

თუ უფლებას მომცემთ, თავიდან რამდენიმე ზოგად თემას შევეხები.

-2022 წელი იმდენად ბობოქარი აღმოჩნდა, რომ მის გაანალიზებას ათწლეულები დასჭირდება. წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ დანამდვილებით რა შედეგები მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომს. ცხადია, შეგვიძლია ტენდენციებზე ვისაუბროთ. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას და ამას ხშირად ამბობენ - სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო.

ომებს ერთი ბოროტი ხიბლი აქვს. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჩნდება ილუზია, რომ, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როდესაც ყველა პრობლემა ერთი ხელის დაკვრით უნდა გადაიჭრას. ცნობილია, რომ პირველ მსოფლიო ომს მრავალი ევროპელი ინტელექტუალი ენთუზიაზმით შეხვდა

პუტინმა და მისმა გარემოცვამ სწორედ სამყაროს „რუსული განახლების“ პათოსით დაიწყეს ომი. მათაც ჰიტლერივით დაიჯერეს, რომ დასავლეთის ქვეყნები ფუფუნებასა და უზნეობაში არიან ჩაძირულები და კომფორტის შესანარჩუნებლად იოლად დათმობდნენ ყველაფერს.

2022 წელი იმდენად ბობოქარი აღმოჩნდა, რომ მის გაანალიზებას ათწლეულები დასჭირდება. წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ დანამდვილებით რა შედეგები მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომს. ცხადია, შეგვიძლია ტენდენციებზე ვისაუბროთ. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას და ამას ხშირად ამბობენ - სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო

არადა, ნებისმიერმა გამოცდილმა ბანდიტმა იცის ის, რაც არ სცოდნია პუტინს: მეტოქე კედელთან ისე არ უნდა მიაყენო, რომ უკან დასახევი არ ჰქონდეს და რომ ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, თორემ ერთხელ თუ გიპასუხეს, ამას პასუხების ზვავი შეიძლება მოჰყვეს.

ომს წინ რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მომზადება უძღოდა და დასავლეთში თითქოს ახლაღა აღმოაჩინეს ეს. პუტინმა, ამ მწირი განათლებისა და კულტურის მქონე ადამიანმა, მსოფლიოს უდიდესი ქონებისა და ხელშეუხები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ მიიჩნია, რომ ზეციური ძალების რჩეული იყო და კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისათვის შეეძლო მიეღწია. რას იზამ?! დიდმა ქონებამ ასეთი ილუზიები იცის.

სამწუხაროდ, „ცივი ომის“ შემდგომი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბატონობდა აზრი, რომ ლიბერალურ თეზას და ეკონომიკურ განვითარებას რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის„მოთვინიერება“ და დაშოშმინება შეეძლო. ეს გათვლაც მცდარი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, „ცივი ომის“ შემდგომი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბატონობდა აზრი, რომ ლიბერალურ თეზას და ეკონომიკურ განვითარებას რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის „მოთვინიერება“ და დაშოშმინება შეეძლო. ეს გათვლაც მცდარი აღმოჩნდა

მოკლედ, დღევანდელი ომი ამ ორმხრივმა ილუზიებმა შვა.

რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, მე ეკონომისტი არ გახლავართ და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რაიმე მკვეთრ ყოფით ცვლილებებს ვერ ვხედავ, თუ პენსიების სიმბოლურ გაზრდას არ გავიხსენებთ. ეკონომიკის ორნიშნა ზრდას მოქალაქისათვის შედეგი არ მოჰყოლია.

ვიმეორებ, რომ ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ეკონომიკის ზრდასა და ლარის გამყარებასთან ერთად ცხოვრების გაძვირება, ჩემი აზრით, აშკარას ხდის, რომ ამ ზრდაში რაღაც არ არის წესრიგში.

სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რაიმე მკვეთრ ყოფით ცვლილებებს ვერ ვხედავ, თუ პენსიების სიმბოლურ გაზრდას არ გავიხსენებთ. ეკონომიკის ორნიშნა ზრდას მოქალაქისათვის შედეგი არ მოჰყოლია... ეკონომიკის ზრდასა და ლარის გამყარებასთან ერთად ცხოვრების გაძვირება, ჩემი აზრით, აშკარას ხდის, რომ ამ ზრდაში რაღაც არ არის წესრიგში

შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე საპროგრამო დოკუმენტში მოიძებნება სოციალური პოლიტიკის ერთგვარი კონტურები. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პენსიონერები, ომის ვეტერანები და ა.შ.

ამ ხელისუფლების პირობებშიც კვლავ ერთგვარი „ზედმეტი ტვირთის“ მდგომარეობაში არიან, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების ხელფასი არ აღემატება არაკვალიფიციური საქმით დაკავებულთა შემოსავალს. მათ მიმართ ყურადღება უფრო სიმბოლურია, ვიდრე რეალური. ამ დროს გავიხსენოთ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო სახელმწიფო მოხელეთა კეთილდღეობაზე.

- რადგან საშინაო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, 2022 წელს რამდენად წარმატებული იყო ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან?

- წელს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის, რაც ადრეც შეიმჩნეოდა. ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან სულ უფრო და უფრო „ხალხურ“ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ კი, თითქოს საგანგებოდ, თუ შეიძლება ითქვას, ქტონური ფსიქოლოგიური ფენების გაღვიძებისკენ არის მიმართული.

ხელისუფლება და მისი სატელიტები პირდაპირ თუ ირიბად სულ უფრო და უფრო აპელირებენ რაციონალისტურ კოლექტიურ შიშებზე, ფსევდოპათეტიკურ პატრიოტიზმსა და რელიგიურობაზე. როგორც ჩანს, პუტინისტური პროპაგანდის ქვაკუთხედი - ე.წ. глубинный народ-ის კონცეფცია ჩვენი ხელისუფლების პოლიტტექნოლოგებისთვისაც არ არის უცხო.

ხელისუფლება და მისი სატელიტები პირდაპირ თუ ირიბად სულ უფრო და უფრო აპელირებენ რაციონალისტურ კოლექტიურ შიშებზე, ფსევდოპათეტიკურ პატრიოტიზმსა და რელიგიურობაზე. როგორც ჩანს, პუტინისტური პროპაგანდის ქვაკუთხედი - ე.წ. глубинный народ-ის კონცეფცია ჩვენი ხელისუფლების პოლიტტექნოლოგებისთვისაც არ არის უცხო

ის თანამედროვე რუსმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და პუტინის თანამებრძოლმა ვლადისლავ სურკოვმა შეიმუშავა და გულისხმობს იმ შრეს საზოგადოების ფსიქოლოგიისა, რომელიც ირაციონალური შიშების, იმედების, პათეტიკური ნაციონალიზმისა და ამორფული რელიგიურობის „ადგილია.“

ამ შრისათვის სამყარო ორ მარტივ შეურიგებელ ნაწილად - კეთილად და ბოროტად - იყოფა და აბსოლუტური კომპეტენციის მქონე „მამის“ მუდმივი მოლოდინია. ცხადია, ეს არ არის ახალი ხერხი, ეგ არის, პუტინმა - ჰიტლერისა და სხვათა მსგავსად - მის გამოყენებას უკიდურესად საშიშ სახე მისცა. წარმატებული მეზობლის მიმართ რუსეთისათვის ტრადიციულ შურს და გაღიზიანებას მან „რუსული სულიერება,“ „რუსული სამყარო“ და სამყაროს ზნეობრივი გადარჩენისთვის ბრძოლა დაარქვა.

რაც უფრო ინფანტილურია საზოგადოება, მით მეტია მასში ამ ფსიქოლოგიური წიაღის გავლენა და მით უფრო იოლია მისი კოლექტიური არქეტიპებით, შიშებითა და იმედებით მანიპულირება. აქ, ამ ფსიქოლოგიურ დონეზე ერთ ადამიანში შეიძლება ენთუზიაზმით იყოს გაერთიანებული პუტინიზმი და გამსახურდიას მომხრეობა, სტალინიზმი და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და ბანალური ჰომეინიზმი, ევროპის მიმართ ზიზღი და დასავლური კომფორტის სიყვარული და ა.შ.

რაც უფრო ინფანტილურია საზოგადოება, მით მეტია მასში ამ ფსიქოლოგიური წიაღის გავლენა და მით უფრო იოლია მისი კოლექტიური არქეტიპებით, შიშებითა და იმედებით მანიპულირება. აქ, ამ ფსიქოლოგიურ დონეზე ერთ ადამიანში შეიძლება ენთუზიაზმით იყოს გაერთიანებული პუტინიზმი და გამსახურდიას მომხრეობა, სტალინიზმი და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და ჰომეინიზმი, ევროპის მიმართ ზიზღი და დასავლური კომფორტის სიყვარული და ა.შ.

ამ ფსიქოლოგიური შრის გასაღვიძებლად პუტინისტურმა პროპაგანდამ ერთი ძალზე ქმედითი იარაღი მოიმარჯვა. აცხადებენ, რომ დასავლეთი, თურმე, ადამიანებს თავისი სქესობრივი იდენტობის დათმობას აიძულებს და ამით ანთროპოლოგიური კატასტროფით ემუქრება მთელ სამყაროს. ეს ხერხი ქმედითი აღმოჩნდა ჩვენშიაც.

თანაც, ქართველი კაცის ხასიათში არის ერთი ნიშანი, რომლითაც ულმობლად სარგებლობენ პოლიტიკური დემაგოგები. ის უნდა დაარწმუნო, რომ სამყაროს დანგრევა ემუქრება და რომ სწორედ მას, უბრალო კაცს შეუძლია ამ სამყაროს გადარჩენა და რომ მას, როგორც პიროვნებას, ამით უზენაესი დანიშნულება ეძლევა. თუ ამას შეძლებ და პასუხად ქვეყნის გადასარჩენად მომართულ ინდივიდთა ერთობლიობას მიიღებ.

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად იოლია ამგვარი ინდივიდების სიმრავლის მიღება, თუ მათ მიანიშნებ, რომ პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებით ქვეყანას ანთროპოლოგიური კატასტროფა და ზნეობრივი განადგურება ემუქრება.

სახელისუფლებო და მისი სატელიტების პროპაგანდამ შექმნა„ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფილი სამყაროს მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი და ყველაფერს ამ მოდელის ჩარჩოებში სვამენ დასავლურ პოლიტიკურ ცხოვრებასაც კი. ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი პროტესტი ბოროტ პოლუსს - „ნაცებს“ - მიეწერება, მათთან დაკავშირებულ დასავლელ მოღვაწეებს, მართლმადიდებლობასთან და ქართულ კულტურასთან ბრძოლას ა.შ.

სახელისუფლებო და მისი სატელიტების პროპაგანდამ შექმნა „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფილი სამყაროს მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი და ყველაფერს ამ მოდელის ჩარჩოებში სვამენ დასავლურ პოლიტიკურ ცხოვრებასაც კი

ნებისმიერი პროტესტი უტიფრად უნდა მიაბა „ნაცმოძრაობას“ და ამით პროტესტის შინაარსი ნაცების პოლიტიკურ დემარშად წარმოადგინო. ირაციონალური კოლექტიური შიშების გაღვივებისაკენ არის მიმართული კითხვაც: ომი გინდათ? ეკლესიის განადგურება გინდათ? ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა გინდათ? გეშინიათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდეს? ამ კითხვის ავტორებმა იციან, რომ ინფორმაციულ ქაოსში მოქცეული გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ კითხვებს რაციონალიზმის პრიზმაში არ ატარებს.

პროდასავლური ოპოზიცია ვერ გრძნობს, რომ ასეთ მარტივ და ცხად კითხვებზე მათ მიერ გაცემული, თუნდაც, დასაბუთებული პასუხი ვერასოდეს იქონიებს იმავე გავლენას, რაც ამ კითხვებს აქვს, ომის, რწმენის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, სიღატაკისა და სხვათა მიმართ ირაციონალური შიშების გაღვიძებისკენ რომ არის მიმართული. მას თავისი ტრადიციული სენი, ელიტიზმი არ აძლევთ საშუალებას, მეტად გაიგონ ის საზოგადოება, რომელსაც უნდა ემსახურონ.

ომი გინდათ? ეკლესიის განადგურება გინდათ? ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა გინდათ? გეშინიათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდეს? ამ კითხვის ავტორებმა იციან, რომ ინფორმაციულ ქაოსში მოქცეული გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ კითხვებს რაციონალიზმის პრიზმაში არ ატარებს

მოკლედ რომ ვთქვა, „ოცნებამ“ შექმნა მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი: თავად სიკეთეს განასახიერებს, „ნაცმოძრაობა“ - აბსოლუტურ ბოროტებას. დღეს სიკეთეს ბოროტების ლიდერი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახეა ნახსენები ფსიქოლოგიური წიაღისათვის.ეს უკანასკნელი ამას აღიქვამს, როგორც ხელისუფლების ძლევამოსილების სიმბოლოს, თუმცა ისიც ცხადია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად.

„ოცნებამ“ შექმნა მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი: თავად სიკეთეს განასახიერებს, „ნაცმოძრაობა“ - აბსოლუტურ ბოროტებას. დღეს სიკეთეს ბოროტების ლიდერი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახეა ნახსენები ფსიქოლოგიური წიაღისათვის. ეს უკანასკნელი ამას აღიქვამს, როგორც ხელისუფლების ძლევამოსილების სიმბოლოს, თუმცა ისიც ცხადია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად

ოპოზიცია ცდილობს, მთლიანად თვითონ მოახვიოს უბრალო მოქალაქეს თავს პოლიტიკური დღის წესრიგიც და პრიორიტეტებიც იმის გააზრების გარეშე, თუ რის მიმართაა მგრძნობიარე ეს უკანასკნელი.

ჰოდა, შედეგად ვიღებთ „მასობრივ“ აქციებს, რომლებსაც რამდენიმე ასეული, უკეთეს შემთხვევაში, ათასეული ადამიანი თუ ესწრება. არადა, საპროტესტო მუხტი რომ არსებობს და რომ პუტინიზმსაც ჩვენში საზოგადოებრივი მხარდაჭერა არა აქვს, ეს უკვე რამდენჯერმე დადასტურდა.

ამას დავუმატოთ იმ კონკრეტული ადამიანების ოპოზიციური აქტიურობაც, ვისაც თავად ედებოდათ ბრალი ყველაფერ იმაში, რაშიც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს.

-სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებს და თქვენი დაკვირვებით აქვს თუ არა მას ამ პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრის ხედვა?

- თუნდაც უკვე დასახელებული მიზეზით, ხელისუფლება საკმაოდ კარგად აღწევს თავის მიზანს: მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიჩუმეს. ნებისმიერ პროტესტს „ნაცების“ ნიღაბს მოარგებ და სიმშვიდე გარანტირებულია. ზუსტად ასე ფლობდა მიხეილ სააკაშვილიც სიტუაციას 2010-11 წლებში. მისი მთავარი მოკავშირეც უუნარო ოპოზიცია იყო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამგვარი სტაბილურობა სინამდვილეში ვულკანი ყოფილა, რომელმაც ამოხეთქა მაშინვე, როგორც კი ამა თუ იმ ხარისხით მისაღები პოლიტიკური ჯგუფი გამოჩნდა.

ხელისუფლება საკმაოდ კარგად აღწევს თავის მიზანს: მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიჩუმეს. ნებისმიერ პროტესტს „ნაცების“ ნიღაბს მოარგებ და სიმშვიდე გარანტირებულია. ზუსტად ასე ფლობდა მიხეილ სააკაშვილიც სიტუაციას 2010-11 წლებში. მისი მთავარი მოკავშირეც უუნარო ოპოზიცია იყო

არის კიდევ ერთი რამ, რაც, სამწუხაროდ, სავალალო როლს თამაშობს - ჩვენი პოლიტიკის ერთი ნიშანი და ამაზე ადრეც ბევრჯერ მილაპარაკია. ხელისუფლებაში მოსული ძალები პირველ დღეებშივე ივიწყებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათი ინტელექტუალური და მორალური რესურსები ამოიწურება და ძალაუფლების დათმობა მოუწევთ. იმ გულუბრყვილო ადამიანს ემსგავსებიან, სიკვდილზე ფიქრს რომ გაურბის. არადა, ამ პერსპექტივაში თუ არ განიხილავ შენს მმართველობას, გარკვეული დროის შემდეგ საკუთარი თავის კარიკატურად იქცევი.

ჩვენში ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნების ვნება უფრო ძლიერია ხოლმე, ვიდრე საღი აზრი. ეს დაემართათ წინა მმართველებს და ეს ემართება „ოცნებასაც.“ ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი პოლიტიკური, უფრო მეტიც, ყოფითი კულტურის ნიშანია. დასავლეთის პოლიტიკაში იმის აღიარება, რომ მოცემულ ეტაპზე შენი რესურსები ამოწურულია და საჭიროა ძალაუფლების დათმობა, ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, პოლიტიკური პროცესის აუცილებელი ნაწილია.

ჩვენში ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნების ვნება უფრო ძლიერია ხოლმე, ვიდრე საღი აზრი. ეს დაემართათ წინა მმართველებს და ეს ემართება „ოცნებასაც.“ ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი პოლიტიკური, უფრო მეტიც, ყოფითი კულტურის ნიშანია. დასავლეთის პოლიტიკაში იმის აღიარება, რომ მოცემულ ეტაპზე შენი რესურსები ამოწურულია და საჭიროა ძალაუფლების დათმობა, ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, პოლიტიკური პროცესის აუცილებელი ნაწილია

სამწუხაროდ, ზემოთ აღწერილი „მასის ადამიანის“ თვალშიც არჩევნებში დამარცხებული სამუდამოდ არის დამარცხებული და ნათქვამს ესეც უწყობს ხელს.

ხელისუფლება ისევ და ისევ ერთმანეთში ურევს სამართლის აღსრულებასა და პოლიტიკურ ინტერესს ან ბანალურ პირად შურისძიებას. არ შევეხები იმას, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა. მის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართ არასოდეს მქონია კეთილი დამოკიდებულება. მაგრამ როდესაც მის მდგომარეობას ბოროტ სანახაობად აქცევ (და ამაში, უნებურად, ოპოზიციის ნაწილიც ეხმარება), სწორედ სამართლის იდეას აზიანებ და ამას საზოგადოებრივი სამართლებრივი ცნობიერების განვითარებისათვის შორს მიმავალი უარყოფითი შედეგები აქვს, აღარ ვამბობ იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ქვეყნის გარეთ.

ხელისუფლება ისევ და ისევ ერთმანეთში ურევს სამართლის აღსრულებასა და პოლიტიკურ ინტერესს ან ბანალურ პირად შურისძიებას

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ სააკაშვილის თემა ბევრი უცხოელის თვალში რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში აღმოჩნდა.

- ახლა ის დროა, საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემებზე გადავიდეთ და მათზე ვისაუბროთ.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოზე მიღებული ბოლო რეზოლუციით გვირჩია - „საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაში მოაქციოს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა“, თითქოს სათქმელიც ბევრი არაფერი გვაქვს.

გასაგებია, რომ 2022 წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, ჯერ იყო ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას, შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინას.

თუ როგორი იყო ამ „ჩამორჩენაზე“ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია, ესეც ვნახეთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?

- ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დასავლეთის საინფორმაციო სივრცეზე მუდმივი მარცხის კონტექსტში ვითარდება. თუნდაც მივიჩნიოთ, რომ ყველაფერში მართლები არიან, ისინი ვერ ფლობენ იმ დიპლომატიურ ტექნიკას, თავისი სიმართლე ვინმესთვის გასაგები გახადონ და ეს კიდევ უარესია. დასავლეთთან ურთიერთობა მისთვის ლამის გადაულახავ ამოცანად იქცა.

ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დასავლეთის საინფორმაციო სივრცეზე მუდმივი მარცხის კონტექსტში ვითარდება... დასავლეთთან ურთიერთობა მისთვის ლამის გადაულახავ ამოცანად იქცა

დასავლეთი ჩვენგან ნათლად გამოხატულ საგარეო კურსს ითხოვს. ცხადია, ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მდაბიო პრაგმატიზმით ორმაგ თამაშს ეწეოდე. ერთია თავშეკავება და მეორე - ორმაგი თამაშები. ასეთი პრაგმატიზმისათვის სამყაროში არ არსებობს ღირებულებითი რელიეფი და მთავარია, ვისგან იგრძნობს ხეირს და ვისგან - საფრთხეს.

დასავლეთი ჩვენგან ნათლად გამოხატულ საგარეო კურსს ითხოვს. ცხადია, ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მდაბიო პრაგმატიზმით ორმაგ თამაშს ეწეოდე. ერთია თავშეკავება და მეორე - ორმაგი თამაშები. ასეთი პრაგმატიზმისათვის სამყაროში არ არსებობს ღირებულებითი რელიეფი და მთავარია, ვისგან იგრძნობს ხეირს და ვისგან - საფრთხეს

დასავლეთისაგან საფრთხეს ვერ გრძნობენ - მოგეხსენებათ დასავლეთი აქ სამხედრო ძალებით არ შემოიჭრება. ამიტომაც მიმართავენ მის წარმომადგენლებს ასე მამლაყინწურად და ამიტომაც აკეთებენ „რუსული ყურისათვის“ საამოდ მოსასმენ განცხადებებს. ადრე ვამბობდი, შორს არ არის დრო, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ღიად დაედება ბრალი პუტინის ფარულ მოკავშირეობაში მეთქი. როგორც ჩანს, ეს დრო დადგა.

ადრე ვამბობდი, შორს არ არის დრო, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ღიად დაედება ბრალი პუტინის ფარულ მოკავშირეობაში მეთქი, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა

თქვენ ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ ბოლო სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ხელი მოეწერა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს, კვლავ გაისმა ანაკლიის პორტისა და ხუდონჰესის თემა. სულ ორიოდე თვის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. როგორც ჩანს, დაინახეს, რომ რუსეთი არც ისე ღონიერია და რომ მალე სულ სხვა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.

მოკლედ, მეტამორფოზის ნიშნები გაჩნდა. დასავლეთიც იძულებული იქნება გარკვეული დროის განმავლობაში მაინც მიიღოს ეს, რადგან ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე სხვა ალტერნატივა არ ჩანს. თუმცა, ბოლო თვეების „ეშმაკური“ სალტო-მორტალეების შემდეგ დასავლეთისათვის ჩვენი ხელისუფლება ვერასოდეს იქნება „შინაური“ და მისაღები და, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც აისახება.

თუკი ხელისუფლების არადიპლომატიური და მამლაყინწური განცხადებების შემდეგ დასავლეთი ჩვენს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, ამის მთავარი მიზეზია, სამწუხაროდ, არა ხელისუფლების საქმიანობა, არამედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ომმა ალტერნატიული სატრანზიტო გზების პრობლემა გაამწვავა.

თუკი ხელისუფლების არადიპლომატიური და მამლაყინწური განცხადებების შემდეგ დასავლეთი ჩვენს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, ამის მთავარი მიზეზია, სამწუხაროდ, არა ხელისუფლების საქმიანობა, არამედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ომმა ალტერნატიული სატრანზიტო გზების პრობლემა გაამწვავა

ამ ვითარებაში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. როგორც ჩანს, ხელისუფლების სტრატეგოსებს იმედი აქვთ, დასავლეთს იძულებულს გახდიან, ისეთები მიიღონ, როგორიც არიან, მითუმეტეს, რომ მათი შეცვლის რეალურ პოტენციალს ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერ ამჟღავნებს.

მაინც უნდა შევეხო ომში ჩართვის თემას. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის აშკარაა, რომ არც ერთ სერიოზულ დასავლელ პოლიტიკურ სტრატეგოსს არ სჭირდება საქართველოს ომში ჩართვა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ რუსული სატრანზიტო გზები ალტერნატიულით უნდა შეიცვალოს. ჩვენი ომში ჩართვა შეიძლება უნდოდეს მხოლოდ იმას, ვისაც არ სურს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ტრანზიტის საქმეში რუსეთის როლის შემცირება. ასეთად საგარეო ძალებიდან მხოლოდ რუსეთი მეგულება.

ჩვენი ომში ჩართვა შეიძლება უნდოდეს მხოლოდ იმას, ვისაც არ სურს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ტრანზიტის საქმეში რუსეთის როლის შემცირება. ასეთად საგარეო ძალებიდან მხოლოდ რუსეთი მეგულება

კიდევ ვინ? რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსი, რომლის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და შესაძლოა კიდევ ორი-სამი თავგაცხელებული მეორე-მესამეხარისხოვანი ქართველი პოლიტიკოსი? რაც შეეხება უკრაინელებს, მათი ბევრი განცხადება ომის მიზეზით ეგზალტაციის ზღვარზეა. გაგახსენებთ, რომ ყარაბაღის მეორე ომის დროსაც სოციალურ ქსელებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისაკენ. ომში ჩართული ქვეყნისაგან ეს გასაკვირი არ არის. უკრაინელების ბევრი განცხადება უსამართლოა და არგუმენტირებული პასუხის გამცემიც არ ჩანს. ამ თემას ახლა აღარ განვავრცობ, თუმცა დადგება დრო, როდესაც ზოგი რამ მაინც უნდა ითქვას.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას „პროდასავლურების ლიმიტი ამოწურული აქვს“, მეორე ნაწილი ამგვარ შეფასებას გადაჭარბებულადაც კი მიიჩნევს.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ -„სამწუხაროდ, ფატალურად ვართ დამოკიდებულები იმაზე, რა მოხდება ჩვენს გარეთ, თავად კი ან არანაირად, ან უარყოფითი ნიშნით ვმონაწილეობთ ამაში“.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ერთობ დამაბნეველი განცხადებების მიუხედავად საგარეო პოლიტიკაში საგანგაშო არაფერი ხდება, რადგან საგარეო პოლიტიკაში მმართველი გუნდს „წითელ ხაზი“ არ კვეთს. უფრო ზუსტად, არ გადაუკვეთავს.

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაზეც უკვე ვისაუბრეთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თქვენი დაკვირვებით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, 2023 წელს რა მოლოდინები და რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს?

- დღევანდელი ქართული ხელისუფლება პროდასავლურების ერთგვარ ლიმიტს სწორედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ინარჩუნებს და ეს რესურსიც თვალდათვალ მცირდება. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენს მიმართ განცხადებები გაცილებით უფრო მწვავე იქნებოდა. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა სიტუაცია შეიქმნება, თუ ზაფხულისათვის უკრაინის ომი დამთავრდა და ოცნების ორმაგი თამაშის სტრატეგიას ნიადაგი გამოეცალა.

დღევანდელი ქართული ხელისუფლება პროდასავლურების ერთგვარ ლიმიტს სწორედ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ინარჩუნებს და ეს რესურსიც თვალდათვალ მცირდება. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენს მიმართ განცხადებები გაცილებით უფრო მწვავე იქნებოდა

2023 წლის მთავარი პრობლემა სწორედ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. შორს არ არის დრო, როდესაც ორმაგი თამაშებით მათ თვალში ლუკაშენკოს დავემსგავსებით. ლუკაშენკოს თამაშებს ფასადზე რუსული ნიშანი აქვს, ჩვენი ხელისუფლება კი ჯერაც ცდილობს დასავლურ ორიენტაციად გაასაღოს თავისი უცნაური, ხშირად კი გამოკვეთილად პრორუსული სალტო-მორტალეები.

2023 წლის მთავარი პრობლემა სწორედ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. შორს არ არის დრო, როდესაც ორმაგი თამაშებით მათ თვალში ლუკაშენკოს დავემსგავსებით

ბატონ სანდრო თვალჭრელიძეს ვეთანხმები, რომ ხელისუფლება ცდილობს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს, მაგრამ ვფიქრობ, მისი ქცევის კუმულატიური ეფექტი უკვე ქმნის გადალახვის შთაბეჭდილებას.

როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ვერ ხვდებიან, თუ რას ნიშნავს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში ყოველდღიურად ახსენებენ სანქციებს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რადგან საყოველთაოდ მიღებული აზრი სწორედ ასე იქმნება. ეტყობა, ხელისუფლებას არც იმის გააზრება სურს, რომ მმართველობის ჰიბრიდულ ფორმას - ავტორიტარიზმს დემოკრატიული ფასადით - ვერ გაასაღებ თავანკარა დემოკრატიად.

ხელისუფლებას არც იმის გააზრება სურს, რომ მმართველობის ჰიბრიდულ ფორმას - ავტორიტარიზმს დემოკრატიული ფასადით - ვერ გაასაღებ თავანკარა დემოკრატიად

- ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას, შესაძლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ნაწილში საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს შეიარაღებული ძალები გაამართლა და დაადასტურა, რომ ამ ომში საქართველოს არმია და სახელმწიფო თავს იცავდა და სამხედრო დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

არადა, გვახსოვს 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ომის დაწყებას საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობდნენ. ასეა თუ ისე, კარგი რაც მოხდა. როგორც ჩანს, ეს შედეგი რომ დააყენა ჰააგის სასამართლომ, ესეც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია.

როგორც ჩანს, შორს არ არის ის დრო, როცა ამ საკითხზე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაც და ე.წ. ტალიავინის დასკვნაც ჩვენი მონაწილეობით თუ ჩვენს გარეშე, გადაიხედება. გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საკითხებში საქართველოს ხელისუფლება იაქტიურებს?

- 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არსებობს დასავლეთით უკმაყოფილება. სიტყვამ მოიტანა და „ოცნების“ ქცევის ერთ-ერთი საყრდენი სწორედ ეს უკმაყოფილებაა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის გასაქარვებლად და ჩვენებური პუტინიზმი ყველანაირად შეეცდება მისი მნიშვნელობა გააქარწყლოს.

2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არსებობს დასავლეთით უკმაყოფილება. სიტყვამ მოიტანა და „ოცნების“ მამლაყინწობის ერთ-ერთი საყრდენი სწორედ ეს უკმაყოფილებაა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის გასაქარვებლად და ჩვენებური პუტინიზმი ყველანაირად შეეცდება მისი მნიშვნელობა გააქარწყლოს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ივანიშვილის ცნობილ განცხადებას. თქვენთან ინტერვიუში მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო პოლიტიკურად დამაზიანებელი განცხადება და რომ თუ ვინმეს ამით პუტინის ხელისუფლების გულის მოლბობის იმედი ჰქონდა, იმედების მწარე გაცრუება ელოდა. ოცნების მაშინდელი ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც უკმაყოფილება გამოთქვეს ამ განცხადების გამო.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის ნიშნავს, რომ დასავლეთი აღარ აპირებს ჩვენთან დაკავშირებით პუტინთან დიპლომატიური თამაშებისა და კულუარული გარიგებების გაგრძელებას. ამით უკვე უარყოფილია ტალიავინის კომისიის სულისკვეთება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა გადაიდგას ერთი ნაბიჯი და ამ კომისიის დასკვნა რევიზიას უნდა დაექვემდებაროს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის ნიშნავს, რომ დასავლეთი აღარ აპირებს ჩვენთან დაკავშირებით პუტინთან დიპლომატიური თამაშებისა და კულუარული გარიგებების გაგრძელებას. ამით უკვე უარყოფილია ტალიავინის კომისიის სულისკვეთება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა გადაიდგას ერთი ნაბიჯი და ამ კომისიის დასკვნა რევიზიას უნდა დაექვემდებაროს

ვერ გეტყვით, რამდენად იაქტიურებს „ოცნების“ ხელისუფლება და რამდენად გაბედავს, რომ ირიბად მაინც დაუპირისპირდეს ივანიშვილის ადრინდელ პოზიციას. უფრო მოველი, შეეცდებიან, ზოგადი ფრაზებით გაანეიტრალონ ეს წინააღმდეგობა, რაც შეეხება პრორუს პროპაგანდისტებს, ისინი ცხადია, ტალიავინის კომისიის დასკვნას წამოსწევენ წინა პლანზე და დასავლეთს ორმაგ თამაშში დაადანაშაულებენ.

- საგარეო პრობლემების დასაძლევად, სავარაუდო, რა და როგორი პოლიტიკა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური, ოპტიმალური, მშვიდობიანად მიღწევადი გზა?

- გამჭვირვალე ორმაგი თამაშები, საბოლოოდ, არც რუსეთისათვის იქნება მისაღები და არც დასავლეთისათვის. გეხსომებათ, 2012 წელს როგორ მოიწონა ივანიშვილმა სომხეთის საგარეო პოლიტიკა. დღეს, როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ასეთივე იდეალურად მიიჩნევენ ორბანის დემარშებს.

ცხადია, პოლიტიკაში ეშმაკობა მოსულა, მაგრამ არა ასეთი გამჭვირვალე და იოლად ამოსაკითხი. ეშმაკობასაც კულტურა უნდა. ტყუილად არ გამხსენებია ლუკაშენკო. ესაა ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, მთლიანად აქვს გულწრფელობის უნარი ატროფირებული, მაგრამ ის იმდენად დაბლა და ისეთი უკულტურობის სფეროში ძირავს პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ მის მიმართ სიმპათია მოკავშირეებსაც კი არა აქვთ.

პრიმიტიული ორმაგი თამაშები, საბოლოოდ, არც რუსეთისათვის იქნება მისაღები და არც დასავლეთისათვის. გეხსომებათ, 2012 წელს როგორ მოიწონა ივანიშვილმა სომხეთის საგარეო პოლიტიკა. დღეს, როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ასეთივე იდეალურად მიიჩნევენ ორბანის გამჭვირვალე ხრიკებს

ევროპული პოლიტიკა აუცილებლობით გულისხმობს კულტურის რაღაც მინიმუმს, ნდობის რაღაც მინიმალურ ხარისხს. ჩვენ, საბჭოთა სამყაროს შვილებს, ხშირად გვიჭირს ამის აღქმა. ჩვენ ხომ რუსული პლებეური პოლიტიკის ტრადიციებზე ვართ გაზრდილნი.

ასეთი სტრატეგია მით უფრო დამაზიანებელია, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსულ ფაქტორს თვალდათვალ თურქული ცვლის და უნდა ველოდეთ ჩინური პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურებასაც.

მოვლენები მით უფრო სწრაფად განვითარდება იმ მიზეზით, რომ პუტინმა ხელიდან გაუშვა მომენტი, როდესაც შეიძლებოდა გაჩერებულიყო და არსებული ვითარებიდან მაქსიმალური მოგება ენახა. როგორც ჩანს, ნაპოლეონისა და სტალინის დიდებამ არ მოასვენა.

რით ვხვდებით 2023 წელს? დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობით და მათი მხრიდან ჩვენს მიმართ ეჭვებით, კარგად მობილიზებული პუტინისტური პროპაგანდით და პროდასავლური ოპოზიციით, რომელსაც ვერ გაურკვევია პრიორიტეტები და ვერ შეუმუშავებია ადეკვატური სტრატეგია.

რით ვხვდებით 2023 წელს? დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობით და მათი მხრიდან ჩვენს მიმართ ეჭვებით, კარგად მობილიზებული პუტინისტური პროპაგანდით და პროდასავლური ოპოზიციით, რომელსაც ვერ გაურკვევია პრიორიტეტები და ვერ შეუმუშავებია ადეკვატური სტრატეგია... სამწუხაროდ, კვლავ მთლიანად დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინის ომი

2023 წელს ასევე ვხდებით საშიშად გაღვიძებული ქტონური ფსევდონაციონალიზმითა და ფსევდორელიგიურობით, რომლითაც მხოლოდ პუტინიზმი ხეირობს, ცუნცვანგის მდგომარეობაში შესული შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით, რომლითაც, ასევე, რუსეთი ხეირობს და ა.შ.

უნდა გავიმეორო და, სამწუხაროდ, კვლავ მთლიანად დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინის ომი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს