ნინო ბურჯანაძე - სალომე ზურაბიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახელი დღესაც არ უხსენებია - ვეჭვობ, იმაზე შორს ვერ წავიდეს, ვიდრე განცხადებებია

დღეს სალომე ზურაბიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახელი დღესაც არ უხსენებია - ვეჭვობ იმაზე შორს ვერ წავიდეს, ვიდრე ამ ტიპის განცხადებებია, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე დღეს გაჟღერებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ხშირად სალომე ზურაბიშვილი სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ჩერდება, ან მის განცხადებებს რეალური ნაბიჯი არ მოჰყვება.

„რამდენად შორს წავა ეს დაპირისპირება, ძნელი სათქმელია. ხშირად სალომე ზურაბიშვილი სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ჩერდება, ან მის განცხადებებს რეალური ნაბიჯი არ მოჰყვება ხოლმე. ჩემი აზრით, ეს აქამდე განპირობებული იყო იმ ვალდებულებებით, რომელიც მას აქვს ივანიშვილთან მიმართებაში მისი გაპრეზიდენტების საკითხიდან გამომდინარე. ვეჭვობ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს რადიკალურად დაუპირისპირდეს, თუმცა დღეს ის აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახელი დღესაც არ უხსენებია. მე ვეჭვობ იმაზე შორს ვერ წავიდეს, ვიდრე ამ ტიპის განცხადებებია“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებაზე ნათქვამი „არა და არასდროს“ ემოციური იყო, დღევანდელი პოზიცია კი უფრო ადეკვატური.

„ მე მიაჩნია, რომ პრეზიდენტის დღევანდელი პასუხი უფრო ადეკვატური იყო, ვიდრე ის, როდესაც თქვა: „არა და არასდროს“. პოლიტიკოსმა არ უნდა თქვას, „არასდროს“. ვნახეთ, როგორი სიტუაცია შეიქმნა ამ ვითარებაში. გარდა ამისა, „არაც“ არასწორი იყო. ჯერ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტმა ნახოს ეთანხმება თუ არა, არის თუ არა ის სამართლიანი. ჩემი აზრით, „არა და არასდროს“ უფრო ემოციური იყო და ძალიან გულწრფელი ნათქვამი, ვიდრე პოლიტიკურად მიზანშეწონილი“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ვეტო რომ პრეზიდენტს დაედო იმ კანონისთვის, რომელიც საერთო სასამართლოებს ეხებოდა, შეიძლება ვერ გაებედათ "ელჩების 2022 წლის კონფერენციაზე" სკამის იქ დადგმა, სადაც დასადგმელი არ იყო.

„გუშინწინ გაბრაზდა, როდესაც სკამი არ დაუდგეს იქ, სადაც დასადგმელი იყო. ვეტო რომ დაედო იმ კანონისთვის, რომელიც საერთო სასამართლოებს ეხებოდა, შეიძლება ეგ ვეღარ გაებედათ. ამიტომ, ძალიან ბევრი თემაა. წარმატებას ვუსურვებ, თუ შეძლებს, რომ როგორც პრეზიდენტმა პოზიტიური როლი ითამაშოს ქვეყნის მომავალ განვითარებაში, ეს მხოლოდ კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, ბურჯანაძე განმარტავს, რომ ის ისურვებდა არ დადასტურდეს, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი ციხეში მოწამლოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე და სააკაშვილს მტრული რეჟიმი გვქონდა წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ამ ხელისუფლების ოპონენტი ვარ, ნამდვილად არ მინდა დადასტურდეს, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი ციხეში მოწამლოს. ეს ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ვისურვებდი, რომ აღმოჩნდეს, რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა