მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ოქროს მოწმე“ გამოიკითხება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათი „ოქროს მოწმე“, ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი გამოიკითხება.

ხაჭაპურიძის განმარტებით, სასამართლოს დარბაზში გააჟღერებს დევიდ სმიტის გარდა, რომელი მოწმეები დაიკითხებიან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაკავებული იმით, რომ ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოწმეებად მოიყვანოს ის ექიმები, რომელთაც ამ სფეროს ლიცენზია არ გააჩნიათ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, სამედიცინო ბარათებით დასტურდება, რომ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ უტარდება.

„მოწმეები სასამართლო პროცესზე გამოჩნდება და ახლა ვერ დავასახელებთ. რაც შეეხება შუამდგომლობას პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. მას ფაქტობრივად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ჩვენ გამოვითხოვეთ სამედიცინო ბარათები და გაირკვა, რომ ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტობრივად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს, მის საწინააღმდეგოდ ექიმები მოიყვანონ, რომელსაც ბევრს არ გააჩნია ლიცენზია და ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, ცდილობენ როგორმე უარყონ, თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, კითხვაზე - რამდენად სანდოა ერიკ დევიდ გოლდსმიტის მიერ დადებული ექსპერტიზის დასკვნა? - ხაჭაპურიძე პასუხობს: „არის შემთხვევები, როდესაც ექსპერტიზების დასკვნებს, მტკიცებულებებს ერთი მხარე იზიარებს და არის შემთხვევები, როდესაც მეორე მხარე არ იზიარებს. ეს ჩვეულებრივ მუშა პროცესია. რატომ არ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო ერიკ დევიდ გოლდსმიტის ექსპერტიზის დასკვნას? - თუ მას არ ექნებოდა ლიცენზია, მაშინ კი ბატონო, დადგებოდა ეს საკითხი. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს განცხადებები თითიდან გამოწოვილია, ქართველი მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტული ნაწილია. მუშაობს მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტული მანქანა, ზოგი კაბაშია ჩაცმული, ზოგი შარვალში და ახლა მათ ჭკუაზე ვერ ვივლი.

იმედია, ჩვენ მოვისმენთ დევიდ სმიტის დასკვნას და სმიტი თავად განმარტავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, დევიდ სმიტი ოქროს მოწმეა. მოწამვლის ფაქტი ლაბორატორიამ აღმოაჩინა, სმიტმა კი დასკვნა დადო. მოწამვლის ფაქტი ჯერ კიდევ კლინიკა „ვივამედში“ აღმოაჩინეს, მაგრამ არ მიაქციეს არანაირი ყურადღება“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს ჩართვას, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან აღარ მკურნალობენ უფრო დამძიმებულია. მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მოგეხსენებათ წინა პროცესზეც ცუდად გახდა და ეს ყველაფერი მის ფსიქო-ემოციურ ფონზე მოქმედებს, ფიზიკურად ვერ შეძლებს ჩაერთოს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო