„ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა “ენჯეოსთვის“ და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში აღნიშნულ სფეროში რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.

მათივე ინფორმაციით, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს.

“ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა