ლევან იოსელიანი - პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ცხადია, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება,  ციხიდან მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება

პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ცხადია, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, ციხიდან მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

იოსელიანის თქმით, მას არ დარჩა იმგვარი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადების ერთგული არ არის.

„ორივე მხარე სალომე ზურაბიშვილს აგრესიულად და უსამართლოდ სთხოვს იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც არ აპირებდა. პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის საპატიმროს მაშინვე დატოვებს, რადგან მიმდინარე საქმეები არსებობს და ამას თავისი იურიდიული პროცედურები აქვს. ამის მიუხედავად, ასეთი დაჟინებით ხდება აქციების მოწყობა და მოთხოვნის დაყენება შეწყალებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა გათვლილი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა