თორნიკე შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილის შეწყალებამდე საქმე არ მივა, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ამის გამკეთებელი არ არის

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებამდე საქმე არ მივა, დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ამის გამკეთებელი არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2023 წელს მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხანდახან „ოცნებისთვის“ ნერვებისმომშლელ განცხადებებს აკეთებს, რადგან მოსწონს, რომ ვიღაცებს აღიზიანებს.

„ის არ შეიწყალებს სააკაშვილს არანაირად. ხანდახან „ოცნებისთვის“ ნერვებისმომშლელ განცხადებას კი აკეთებს, მაგრამ, მე მგონი, შეწყალებამდე საქმე არ მივა. დარწმუნებული ვარ, ის ამის გამკეთებელი არ არის და რომც შეიწყალოს, კიდევ 2 თუ 3 პროცესი მიდის სააკაშვილის და არ გაუშვებენ. შეწყალების გარშემო აგორებულია აბსოლუტურად გაუგებარი აჟიოტაჟი და დაანებონ ამ ქალბატონს თავი. ჯერ ერთი არ შეიწყალებს და რომც შეიწყალოს, ეს არაფერს არ ცვლის, არ გაუშვებენ ამ ადამიანს.

ვიღაც-ვიღაცებს ეშლებათ ნერვები და მე მგონი, მოსწონს, რომ აღიზიანებს ვიღაცებს, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იმათ კიდევ რა აღიზიანებთ ვერ გავიგე, რადგან არ გაუშვებენ მიშას, რომც შეიწყალოს მაინც“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარტიაში შიდა პრობლემები იანვარში ისევ გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პრობლემები იანვარში თავისთავად ისევ გაგრძელდება. არჩევნებს აპირებენ იანვარში, შეიძლება მელია გადააყენონ, ახალი თავმჯდომარე დანიშნონ, მაგრამ მერე რას იზამს ახალი თავმჯდომარე, მიშას როგორ გამოიხსნის? შტურმით აიღებს ციხეს თუ პარლამენტს? ამაზე საუბარი ხომ კომიკურია უკვე, მე მგონი თვითონაც აღარ სჯერათ შტურმის და რევოლუციებს. ვის ამხნევებენ ამ დაუსრულებელი რევოლუციების დაანონსებით, სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის. შესაბამისად, „ნაცმოძრაობაში“ ბევრი ვერაფერი ვერ შეიცვლება, მე ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მთავარი ფიგურა, სააკაშვილი არის ციხეში“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო