კობა ნაყოფია - ცოტა გაუგებარი და საწყენია, რომ ბოლო წუთს ხდება აქციის ლოკაციების შეცვლა - ყველა მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული, როგორც ლოკაციები, ისე დრო

ჩემთვის ცოტა გაუგებარიც არის და საწყენიც, რომ ასე ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა და მერე საუბარი იმაზე, თითქოს არ იყო მათთვის ეს ცნობილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, 4 იანვარს დაგეგმილი აქცია ყველა მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული და ლოკაციები და დრო ყველამ იცოდა.

კობა ნაყოფიამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარე შეთანხმდება და აქციები ჩატარდება ისე, როგორ ეს პარტიის მიერ იყო დაანონსებული.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქციები. ლოკაციები პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დაიდო, თუმცა დღეს მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ლოკაციების შეცვლასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს აქცია მხარეებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. მე მქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ამ კანდიდატების წარმომადგენლებთან. ყველამ იცოდა ლოკაცია და დრო. ჩემთვის ცოტა გაუგებარიც არის და საწყენიც, რომ ასე ბოლო წუთს ხდება ლოკაციების შეცვლა და მერე საუბარი იმაზე, თითქოს, არ იყო მათთვის ეს ცნობილი და ა.შ. ეს არის მიშას აქცია, ეს არის მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, მათ შორის, დრო და ლოკაცია და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ბევრი ვიყოთ,“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია 4 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისში - მშვიდობის ხიდთან, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქში ჰქონდა დაანონსებული, თუმცა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აქციები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება