შალვა პაპუაშვილი მაიკლ მაკფოლის სტატიაზე - ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას

ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას.

პაპუაშვილის თქმით, ხედავენ, შიგნით სააკაშვილის მეგობრები თუ გარეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მფარველები როგორ ცდილობენ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას.

„მე როგორც [მაკფოლის პუბლიკაციაში] ვნახე, სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესში. არ ვიცი, თუკი სანდრო გირგვლიანის მკვლელის ხელისდამფარებლის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, თუკი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მე მგონი აქ ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში, რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს და ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას. სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, ყველას ახსოვს, რამდენად აღშფოთებული იყო. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივეს. ამ საქმეზე, ზუსტად სანდრო გირგვლიანის საქმეზე იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და ვხედავთ შიგნით მისი მეგობრები თუ გარეთ მისი მფარველები როგორ ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის ყველაზე იმედგამაცრუებელი იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ასე გაფაციცებით ცდილობს გარკვეული ჯგუფი, აარიდონ სასჯელი მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ექიმები და სასამართლო წყვეტენ.

„ეს [სასჯელის გადავადება] არის მხოლოდ ექიმების და სასამართლოს კომპეტენცია და არა კომენტატორების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში სწორედ იმიტომ იმყოფება, რომ მას ჯანმრთელობის მხრივ აქვს პრობლემები.

„მნიშვნელოვანია, რომ ის მკურნალობა, რასაც ის გადის კლინიკაში, ამ მკურნალობას შესაბამისად აუბას მანაც მხარი. ჩვენ უბრალოდ ვიცით კლინიკისგანაც, რომ სამწუხაროდ ხშირად ის არ ითვალისწინებს კლინიკისა და ექიმების რჩევებს. მას რომ ჯანმრთელობის მხრივ აქვს გამოწვევები, სწორედ ამიტომაც არის კლინიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ექიმების რჩევებს და დანიშნულებებს გაჰყვეს“, - დასძინა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა The Washington Post-ში 4 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება. ავტორის თქმითვე, ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექს-პრეზიდენტი გათავისუფლონ.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?