თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე - ამის გაკეთება აუცილებელია

ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე. ჩემი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გამკაცრდება თუ არა საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსული პირების კონტროლი.

„COVID კონტროლი საზღვარზე, კერძოდ, COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა დააყენა მთავრობის წინაშე, რომ სასურველია გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე. ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა ჩამოსულ პირს მოეთხოვოს კორონავირუსის ტესტის პასუხი. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე პირები დაიშვან ქვეყანაში. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, მათზე უარყოფითი პასუხი გავრცელდეს ქვეყანაში შემოსვლაზე.

არ ვიცი, მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათზეა დამოკიდებული, აქ ცოტა პოლიტიკური საკითხიც არის, რომ არ შეიზღუდოს მიმოსვლა. ჩემი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს