ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა.

როგორც მან განმარტა, როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი ახალ ქვეშტამს მზად უნდა შეხვდეს, რადგან შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდგომ საქართველოშიც გავრცელდეს.

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა. აქედან გამომდინარე, მასზე ძალიან დიდი ყურადღება არის მიპყრობილი მთელ მსოფლიოში და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას სამყაროს და პანდემიის დასრულება გარკვეულწილად შეაფერხოს. რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად დასაშვებია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მოწოდებები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აქვს. როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის“,-განაცხადა გოგინავამ.

მისი განმარტებით, ახალი შტამი კლინიკურად დიდად არ განსხვავდება „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან.

„განსაკუთრებული საშიშროების შექმნა რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც საყურადღებო და შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“,-განაცხადა გოგინავამ.

გარდა ამისა, მან სეზონურ გრიპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გრიპი გარკვეულ რისკ ჯგუფებში საყურადღებოა, მათ შორის არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და მცირეწლოვნები.

„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ჯგუფები იყვნენ ვაქცინირებული, რათა ჩვენ არ გვქონდეს ბევრი მძიმე შემთხვევა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაიზარდოს. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში პირადად შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ველოდები. სწავლის განახლება და მობილობის გაზრდა გარკვეულ რისკებს აჩენს, მაგრამ როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს რისკები გაბათილდეს და გრიპის კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს“, - განაცხადა გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა.

როგორც მან განმარტა, როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი ახალ ქვეშტამს მზად უნდა შეხვდეს, რადგან შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდგომ საქართველოშიც გავრცელდეს.

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა. აქედან გამომდინარე, მასზე ძალიან დიდი ყურადღება არის მიპყრობილი მთელ მსოფლიოში და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას სამყაროს და პანდემიის დასრულება გარკვეულწილად შეაფერხოს. რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად დასაშვებია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მოწოდებები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აქვს. როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის“,-განაცხადა გოგინავამ.

მისი განმარტებით, ახალი შტამი კლინიკურად დიდად არ განსხვავდება „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან.

„განსაკუთრებული საშიშროების შექმნა რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც საყურადღებო და შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“,-განაცხადა გოგინავამ.

გარდა ამისა, მან სეზონურ გრიპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გრიპი გარკვეულ რისკ ჯგუფებში საყურადღებოა, მათ შორის არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და მცირეწლოვნები.

„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ჯგუფები იყვნენ ვაქცინირებული, რათა ჩვენ არ გვქონდეს ბევრი მძიმე შემთხვევა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაიზარდოს. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში პირადად შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ველოდები. სწავლის განახლება და მობილობის გაზრდა გარკვეულ რისკებს აჩენს, მაგრამ როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს რისკები გაბათილდეს და გრიპის კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს“, - განაცხადა გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია