ვახტანგ მეგრელიშვილი - რთულად წარმომიდგენია სოზარ სუბარის ან დიმიტრი ხუნდაძის პრორუსობა - ისინი ანტიმედასავლეთეს ნიშის დაკავებას ცდილობენ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაა

ძალიან რთულად წარმომიდგენია სოზარ სუბარის ან ხუნდაძის პრორუსობა. ჩემი აზრით, გამოკვეთილი ანტიმედასავლეთეს ნიშის დაკავებას ცდილობენ ეს ადამიანები, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ხალხის ძალა“ ვერ შეძლებს, რომ გულწრფელად შეასრულოს ანტიმედასავლეთეს როლი.

„ძალიან რთულად წარმომიდგენია სოზარ სუბარის, ან ხუნდაძის პრორუსობა. ეს ხალხი ამას არ ჰგავს. არასერიოზულია. ჩემი აზრით, გამოკვეთილი ანტიმედასავლეთეს ნიშის დაკავებას ცდილობენ ეს ადამიანები. მე მათ „ქართული ოცნების“ ორგანულ ნაწილად აღვიქვამ. მგონია, რომ ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაა, ამ ადამიანებისთვის ასეთი როლია გამოძებნილი. ეს შეცდომაა, ფიზიკურად ვერ მოახერხებენ ესენი ამ როლის გულწრფელად შესრულებას. ძალიან ეკლექტურად შერჩეული ხალხია, არ ჰგვანან პრორუსებს, ასეთი როლის თამაში მარტივი არ არის“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გარდა ამისა, მან სამხედრო სავალდებულო სამსახურზეც ისაუბრა. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, „გირჩი“იმ ხალხის მობილიზებას მოახდენს, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით „გირჩის“ წესების საშუალებით ისარგებლა. კერძოდ, როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, საჯაროდ გაარჩევენ მორალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად სასარგებლოა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

„ეს 50 ათასი ადამიანი, ვინც {ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდა}, სხვადასხვა სფეროში იყო დაკავებული. ეს ადამიანები სამ სხვადასხვა უწყებაში უნდა დასაქმებულიყო არა თავდაცვის მიზნით, არამედ სამუშაოს უფასოდ შესასრულებლად. აქ მთავარი ფაქტორი იყო იძულება. მაგალითად, კარის გაღება-გამოღება, ციხეში სადარაჯოდ დგომა. ეს ისეთი სამოქალაქო საქმიანობაა, რომ თანხა უნდა გადავუხადოთ.

მგონი, პარლამენტში ერთადერთი პარლამენტარი ჰერმან საბო გვყავს ჩვენ, რომელიც ჯარშია ნამყოფი. მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ჯარში იყო, 9 ტყვია აქვს ნასროლი. ასეთი სამხედრო სამსახურია. ასეთ ადამიანებს დავეხმარეთ ჩვენი მოგონილი გზით. ჩვენ ვცდილობთ და ვიწყებთ კამპანიას, რომ ყველა, ვისაც ვეხმარებოდით, პოლიტიკურად „დავაორგანიზოთ“. გამოვიდნენ და ეს კონკრეტული საკითხი საჯაროდ გავარჩიოთ, გავარჩიოთ მორალური, თავდაცვითი თვალსაზრისით, თუ რამდენად ეფექტურია ეს. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით დაქირავებული არმია ბევრად უფრო ეფექტურია, უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე იძულებით გაწვევა. მთელი საპარლამენტო პროცესი უნდა იყოს. ვაპირებთ ყველა ფორმა გამოვიყენოთ, მაგალითად აქცია მოვაწყოთ“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო