გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის პროცესის გაწელვით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, უფრო მეტად გაწელოს თავისი ბედის ძაფი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესის გაწელვით, „ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, უფრო მეტად გაწელოს თავისი ბედის ძაფი“.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა.

„ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესის გაწელვით ცდილობს, უფრო მეტად გაწელოს თავისი ბედის ძაფი. ვერავინ დამაჯერებს, რომ მან არ იცის, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდებით, თავად რა მდგომარეობაში ვარდება... პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავს გამოკეტილი და ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. ჩვენ ვხედავთ მის მიერ შექმნილი პარტიების თუ მოძრაობების განცხადებებს, სადაც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან ადამიანის სიცოცხლე გაწირონ“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას შურისძიების მოტივი ამოძრავებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სურს ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური პროცესი მივა იმ წერტილამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. სხვა შანსი არ არსებობს. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება, მაშინ არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე აბუჩად აიგდოს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე ამ წუთებში მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია