კახეთის გუბერნატორი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში, გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში, გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ალადაშვილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში, გვიან ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც რამდენიმე ადგილობრივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გმირი პოლიციელის ოჯახს, ახლობლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას,"- აღნიშნავს გიორგი ალადაშვილი.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად