გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ ვგეგმავ - ბევრმა მხარდამჭერმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რაც პარტიის ამოძრავებით გამოიხატება

ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა მხარი ცვლილებებს დაუჭირა - ეს ცვლილებები პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ამოძრავებით გამოიხატება”, - ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი მუმლაძემ, შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება.

მისივე თქმით, ის მომავალში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას არ გეგმავს.

„პირველ რიგში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას არ ვგეგმავ. ამ პარტიასთან რამდენიმე წლის ურთიერთობა მაკავშირებს და პირიქით, ვაპირებ, რომ პარტია უფრო აქტიური იყოს. რაც შეეხება მხარდამჭერების გადაწყვეტილებას, პატივსაცემია და ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ეს ცვლილებები უნდა შესრულდეს, ეს ცვლილებები გამოიხატება იმაში, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა” უნდა ამოძრავდეს, ორიენტირებული მაქსიმალურად შედეგზე უნდა იყოს და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების კამპანია აქტიური უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია უნდა იყოს ძალიან მკაცრი, ხისტი და შედეგზე ორიენტირებული. აი, ამას ითხოვენ ჩვენი მხარდაჭერები, როგორც ჩანს. მე „ნაციონალურ მოძრაობაში” ამ მომენტისთვის არანაირი პოზიცია არ წარმომიდგენია, რიგითი წევრი ვარ, ასეც ვიყავი, თანამებრძოლი. განხილვები იქნება, ვის რისი გაკეთება შეუძლია. ამის მიხედვით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. არჩევნების მიმდინარეობის დროს გარკვეული ხარვეზები არსებობდა ადა არსებობს. ამ კუთხით, გარკვეული შეფასებები მოხდება, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ თავმჯდომარის არჩევას ამ წესით არ ვაპირებთ, შიდაპარტიული არჩევნებით ზოგადად აირჩევიან, როგორც პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები. სისტემას რა პრობლემები აქვს, ეს უნდა მოვიკვლიოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მაქსიმალურად ეს სისტემა გამოვიყენოთ”, - განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა