მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რატომ ჰგონია ლევან ხაბეიშვილს, რომ პარლამენტსა და საკრებულოებში მისი და მისი კოლეგების ყოფნა-არყოფნა ვინმესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს - ეს კომიკურია

არ ვიცი, რატომ ჰგონია და რატომ აქვს ლევან ხაბეიშვილს განცდა იმისა, რომ მისი პარტიის ოფისის დათმობა ან პარლამენტსა და საკრებულოებში მისი და მისი კოლეგების ყოფნა-არყოფნა ვინმესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტი და საკრებულოები დატოვოს, "კომიკური" და "არასერიოზული" უწოდა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული განცხადება იმდენად არასერიოზულად გამოიყურება, რომ დაუჯერებელიც კი არის.

"ასეთი არასერიოზული განცხადება პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ რატომ უნდა გააკეთოს?! ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება და შეიძლება პოლიტიკურ პროცესს აკნინებდეს.

ეს სერიოზულად განსახილველი თემა არ არის. ეს ის საკითხი არ არის, რომელიც ასეთი პოლიტიკური განცხადებებით წყდება. არ ვიცი, შეიძლება ვერც ერკვევა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და ის არ შეიძლება პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს კარგად უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად...

მეჩვენება, რომ რაღაც მომენტში რაღაც ნაწილს არ უნდა პარლამენტიდან გასვლა, რაღაც ნაწილს - უნდა, თუმცა დომინანტია ის, რომ უნდათ ხელფასი, მაგრამ თან საზოგადოებისთვის იმის ახსნა სჭირდებათ, რომ კი არიან პარლამენტში და დეპუტატის ხელფასს იღებენ, მაგრამ მუდმივად უნდათ იმ პასუხისმგებლობის არიდება, რომელიც სადეპუტატო უფლებამოსილების და ვალდებულებების განხორციელებას უკავშირდება. ამ პოლიტიკურ ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც ამის არც პოლიტიკური რესურსი აქვთ და არც შესაძლებლობა. შესაბამისად, ცდილობენ, საკუთარ დესტრუქციულ დამოკიდებულებას გამართლება მოუძებნონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა