გიორგი ჩალაძე - თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი მოხვდება რეანიმაციულ პალატაში, საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა - სპეციალურად არ გადაჰყავთ, სისტემის ინტერესია მისი მოკვლა

თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი მოხვდება რეანიმაციულ პალატაში, ეს ნიშნავს იურიდიულად და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. ფაქტია, რომ სპეციალურად არ გადაჰყავთ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის მძიმედ, მას სჭირდება განკურნება, აქ კი მას სისტემა კლავს.

„როცა პაციენტი არის ცუდად, მასთან ვაჭრობა, ეს გაიკეთე და ამას გავაკეთებ, ბავშვს რომ ევაჭრებიან ისეა. როგორც ჩანს, ადამიანები ევაჭრებიან მას, თავისივე სიცოცხლით. ჩვენ ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის თვითმკვლელი?! რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომლის სისხლის მაჩვენებლები აჩვენებს ნულოვან იმუნიტეტს, ან რეანიმაციულ პალატაში მოხვედრა?! ეს ხომ ალოგიკურია და ყველა გონებრივ შესაძლებლობას ცდება?! ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მანევრია და რას აძლევს? თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი მოხვდება რეანიმაციულ პალატაში, ეს ნიშნავს იურიდიულად და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. თქვენ თუ დააკვირდებით, ნინო ნადირაძე ხაზგასმით გამოდის და აღნიშნავს, რომ თერაპიულ პალატაშია. ეს არის იურიდიული შეფასება. თერაპიული პალატა სამართლებრივად ნიშნავს, რომ მას არაფერი სჭირს და მხოლოდ პროფილაქტიკისთვის იმყოფება იქ. ფაქტია, რომ სპეციალურად არ გადაჰყავთ. საინტერესოა, ხომ არ არის მანიპულირება ამ გადასხმის საჭიროებით. იქნება საერთოდ არ არის ამ გადასხმის საჭიროება? ეს ექიმმა უნდა ნახოს. თუ მას მაგალითად, ღვიძლის ფუნქციაში ალბუმინი და სხვადასხვა მონაცემები არ აქვს დარღვეული, რატომ უნდა მიიღოს მან ეს კვება ვენიდან? ის არის ცუდად, მას სჭირდება განკურნება. მათი ინტერესია მოკვლა. უნდა ვთქვათ, ეს არის მოკვლა, მათში არ ვგულისხმობ ზურა ჩხაიძეს და ნინო ნადირაძეს. მე ვგულისხმობ სისტემას, რომელიც მას ებრძვის“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მილოცვის წერილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილში საკუთარი პოზიცია ღიად აქვს დაფიქსირებული.

„ხაბე, ძმაო“-ს წერილი, რომელიც გუშინაა დაწერილი, ეს არის არჩევნებში გამარჯვების მილოცვა. დიდმა ნაწილმა დემოკრატიულ არჩევნებში გადაწყვიტა, რომ ლევანმა, ახალმა ენერგიამ უნდა უხელმძღვანელოს პარტიას. მიხეილ სააკაშვილსაც საკუთარი პოზიცია ამ წერილში აქვს ღიად დაფიქსირებული“, - აღნიშნა ჩალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა