ირაკლი ზარქუა - მივესალმებით, თუ რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა მოხდება, ტანგოს კი წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ

მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს იცავს.

"მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე. დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდულები. მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ და ამის თაობაზე, არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ჰქონდათ - ვინ ვის როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. ცხადია, რომ ტანგოს სააკაშვილის რეჟიმთან ცეკვავდნენ, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ", - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება". როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, "ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი უნდა დაიბლოკოს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა