ბექა დავითულიანი - საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და შენს გულს სხვაგან აგზავნი ფოსტით, ცოტა უხერხულია

საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და შენს გულს სხვაგან აგზავნი ფოსტით, ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც მან განაცხადა, რომ „მისი გული კიევში უნდა იყოს დამარხული“.

„მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, დაექვემდებაროს ექიმების რჩევებს და მიიღოს საკვები. ასევე, არ ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და შენს გულს სხვაგან აგზავნი ფოსტით ცოტა უხერხულია“,- აღნიშნავს დავითულიანი.

ამასთან ის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი“. როგორც დავითულიანი განმარტავს, ზელენსკი საკუთარ მოქალაქეზე ზრუნავს.

"ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე წუხს. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში. თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეზე ვზრუნავთ. არ უნდა დაავიწყდეს ზელენსკის, რომ უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული“, - აღნიშნავს დავითულიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?