ირაკლი კობახიძე - „გლობალურ ომის პარტიას“ ერთადერთი ინტერესი აქვს, ეს არის სააკაშვილის გამოშვება - ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, 9 ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს

არის, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს ერთადერთი ინტერესი საქართველოში, ეს არის სააკაშვილის გამოშვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას „რა თქმა უნდა, არ ახდენს“, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით შექმნილი პეტიცია, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები და თანამდებობის პირებიც აწერენ ხელს.

„არის, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს ერთადერთი ინტერესი საქართველოში, ეს არის სააკაშვილის გამოშვება. ისინი ხედავენ, რომ ხაბეიშვილებით და მელიებით და ა.შ., ისინი აქ, საქართველოში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, უნდათ, რომ სააკაშვილისგან შექმნან კიდევ ერთხელ ოპოზიციის ლიდერი, ის სჭირდებათ მათ გარეთ იმისათვის, რომ საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი. ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. ვინც კი აწერს ხელს ასეთ სამარცხვინო განცხადებებს, ყველა არის ამ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების კარნახით მოქმედი. შეიძლება ყველა არ არის ამ პარტიის წევრი, მაგრამ ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა მათგანი მოქმედებს სწორედ „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით, შესაბამისად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასეთი ხელმოწერები არ იქნება, რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმითვე, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა „საერთოდ არ არის საინტერესო“. როგორც მან აღნიშნა, ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში 9 ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

„ჯერ ერთი რაც შეეხება იმ საჯარო მოსამსახურეებს, ძირითადად, ისინი არიან ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათი პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ნაცმოძრაობის მმართველობის ქვეშ იკავებდნენ საკუთარ თანამდებობებს, ანუ 90%-ზე მეტი არიან სწორედ ასეთი თანამდებობის პირები. შესაბამისად არც მარგველაშვილი, არც მისი მეგობრები არ არიან საერთოდ საინტერესო. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რა შუაშია აქ ჯერ ერთი ჰუმანიტარული მოსაზრებები და ა.შ? საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც არსებობს ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით გათავისუფლების საფუძველი, მიიღებს ამ დროს შესაბამის გადაწყვეტილებას, შესაბამისი უწყება. ჰუმანიტარული მოსაზრებებით რომ მოქმედებდეს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში 9 ათასივე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. რა შუაშია აქ ჰუმანიტარული მოსაზრებები?! ბუნებრივია, მთავარი არის კანონი, კანონის უზენაესობა და სწორედ ამ კრიტერიუმებით მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები“, - აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა