ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, სტრატეგიული გეგმა უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით, ინკლუზიურად და განსხვავებული მიდგომებით შემუშავდა.

„პირველ ეტაპზე სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები შედიოდნენ, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ცესკოს ყველა სტრუქტურულ ერთეულთან გამართა შეხვედრა. შემუშავებული დოკუმენტის პროექტი თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით, ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნა განხილული. დოკუმენტის დამტკიცებამდე კი, სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვის მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან.

სტრატეგიული გეგმა შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური გაძლიერება; ტექნოლოგიური განვითარება.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება უზრუნველყოფს საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებას და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ამჟამად ინსტიტუცია დგას. შესაბამისად, ახალი სტრატეგიული გეგმა ეხმიანება საარჩევნო რეფორმას და საარჩევნო პროცესის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

6 თებერვალს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2023 – 2026 წლების სტრატეგიულ გეგმასთან ერთად 2023 - 2024 წლის სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა