შალვა პაპუაშვილი - 2022 წელი რთული იყო - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია ჩვენთვის უცხო ან მოულოდნელი ვერ იქნებოდა, საქართველოსთვის ამ მასშტაბის დაპირისპირება განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა

წარმოგიდგენთ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმებს. მართლაც, საპარლამენტო ცხოვრების აქტიურად განახლებამდე, ახლა არის საუკეთესო დრო, რათა შევაჯამოთ წინა წელი, გავიაზროთ ჩვენი მიღწევები და გამოწვევები და ახალი გეგმებით შევუდგეთ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და მათთვის ყოველდღიურობის გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი იყო. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც მან აღნიშნა რუსეთის აგრესია საქართველოსთვის არ არის უცხო.

„2022 წელი საერთაშორისო დონეზე რთული წელი გახლდათ. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეიწირა, საფრთხე შეუქმნა მსოფლიო უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურასა და საერთაშორისო წესრიგს, გამოიწვია გლობალური არასტაბილურობა, სურსათისა და ენერგო კრიზისები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესია ჩვენთვის უცხო ან მოულოდნელი ვერ იქნებოდა, საქართველოსთვის, როგორც ამ რეგიონის წევრი ქვეყნისთვის, მაინც განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ამ მასშტაბის დაპირისპირება.

ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს - უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა, ისე უპირველეს ყოვლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი კრიზისებისგან ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა. ვფიქრობ, ამ რთულ ამოცანას, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმაც წარმატებით გავართვით თავი და მოსახლეობა დააფასებს ამ ძალისხმევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა