შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს - დღესაც ვხედავთ ცარიელ სკამებს დარბაზში, პირად საუბრებში ყველა აღნიშნავთ, რამდენად კონფრონტაციულია ეს ნაბიჯი, დაარქვით ამას თავისი სახელი და გაემიჯნეთ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის, თითქმის, ნორმაა, საქართველოში კი, რადიკალიზაციაა.

როგორც მან დეპუტატების კითხვის საპასუხოდ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთადერთი გამოსავალი რადიკალიზმისგან არის პრობლემის აღიარება და შემდეგ მისგან გამიჯვნა.

„სინამდვილეში, ეს არ არის პოლარიზაცია, რაც ჩვენ გვაქვს, პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის, თითქმის, ნორმა. გავიხსენოთ ბოლო არ არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და მივხვდებით, რომ პოლარიზაცია არის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის რადიკალიზაცია. პოლარიზაციის შემთხვევაში, არსებობს ორი პოლუსი და შესაბამისად, დეპოლარიზაცია გულისხმობს მოლოდინს, რომ ეს პოლუსები დაიძვრებიან ერთმანეთისკენ, სადღაც შუაში შეხვდებიან. რადიკალიზაცია გულისხმობს, რომ არის ერთი ცენტრი, დემოკრატიული ინსტიტუტები და არის ჯგუფი, რომელიც გასულია ამ ცენტრიდან, ორბიტიდან, დემოკრატიული ჩარჩოდანაა გასული. აქ თუ ჩვენ მოლოდინი გვექნება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დაიძრნენ ჩარჩოს მიღმა მყოფი რადიკალური ჯგუფებისთვის, ეს არის დემოკრატიის დაზიანება. ამიტომაც ვთქვი, რომ ერთადერთი გამოსავალი დერადიკალიზაციის, თუკი, ვთანხმდებით, რომ რადიკალიზაცია არის პრობლემა, არის ის, რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს და პრობლემა აღიარონ. პრობლემის აღიარება საკითხის გადაწყვეტის ნახევარი გზაა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს ჯგუფმა, რომელიც თავს არ მიიჩნევს რადიკალად არის აღიაროს რადიკალიზმის პრობლემა, დაარქვას თავისი სახელი რადიკალურ ჯგუფებს და გარწმუნებთ, საკითხის გადაწყვეტა თავისით გამოჩნდება.

დღესაც ვხედავთ ცარიელ სკამებს დარბაზში. პირად საუბრებში ყველა აღნიშნავთ თუ რამდენად არარაციონალური, არალოგიკური, რამდენად კონფრონტაციულია ეს ნაბიჯი, დაარქვით ამას თავისი სახელი და სახელის დარქმევასთან ერთად გაემიჯნეთ ამას. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ჯგუფებს აქვთ გავლენები, სიძლიერე და მცირე ჯგუფებს აქვთ გარკვეული ცდუნება, ყოველ ჯერზე დიდი ჯგუფის ფრთის ქვეშ აღმოჩნდეს. გამიჯვნას ვხედავთ ხანდახან, გარკვეული შვებულების აღება ხდება ხოლმე კოალიციებიდან და შემდეგ ისევ უკან მიბრუნება. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი უარის თქმა და გამიჯვნა რადიკალიზმისგან და გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად შესაძლებელი იქნება შეთანხმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არჩევის დროს საქართველოს პარლამენტი სწორედ რადიკალური დღის წესრიგის მძევალი აღმოჩნდა.

„ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისისთვის რადიკალიზმთან, ჩვენ ვართ მზად, რომ დემოკრატიის ჩარჩოში მოქცევის შემთხვევაში, გვქონდეს საგნობრივი, რაციონალური დისკუსია. დეპოლარიზაციისკენ მთავარი გზაა: 1. აღიარება რომ რადიკალური დღის წესრიგი არის მიუღებელი და 2. ამ აღიარების შემდეგ გამიჯვნა მკაფიოდ და არა ორაზროვნად ამ ჯგუფებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს