ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი და მისი ოჯახი ხალხს, სახელმწიფოს ძარცვავდნენ და არავის უკვირს, მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ მარტო იმაში, რომ მათივე დაქირავებულმა ექიმმა დიაგნოზი ვერ დასვას

სააკაშვილი და მისი ოჯახი ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ძარცვავდნენ და არავის უკვირს, რომ მილიონიან კონტრაქტს აფორმებენ მაგალითად, მარტო იმაში, რომ დიაგნოზი ვერ დასვას მათივე დაქირავებულმა ექიმმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებს, ეს „ლობისტური კონტრაქტი“ სინამდვილეში შეფუთვა ჰგონია და რეალურად ამის უკან გლობალური ინტერესები იკვეთება, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში იყოს ჩართული.

„ყველამ ვიცით, რომ პირადად სააკაშვილი და მისი ოჯახი 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ისინი ასეულობით მილიონს სხვადასხვა სფეროში შოულობდნენ და დღეს ისინი ამ ფულს ხარჯავენ და ამ ფულით აქვთ შეძენილი ქონება და ა.შ. მაგალითად, უნივერსიტეტი, რომელიც ერთ ლარად ჩაიგდო თავის დროზე ხელში სააკაშვილის ოჯახის წევრმა.

ეს ლობისტური კონტრაქტი სინამდვილეში მე უფრო შეფუთვა მგონია. რეალურად არის გლობალური ინტერესები იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში და უფრო მეტად ამას უკავშირდება ის კოორდინაცია, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. მთავარი სწორედ ეს პოლიტიკური ინტერესია. ლობიზმი არის ამის ერთგვარი შეფუთვა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა