თბილისის მერმა ჩუღურეთის გამგებლობის კანდიდატად დავით მაქაცარია წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

„თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება. დავითი პროფესიით ეკონომისტია, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს სექტორში. დარწმუნებული ვარ, მისი მრავალფეროვანი გამოცდილება გამოადგება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. მინდა, დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო