პარლამენტის თავმჯდომარე - პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ - არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ

არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ინტერვიუში აღნიშნავს, ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

„არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ. მე ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ არის ის ხალხი, რომელიც ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა, რომელიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა. ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არა ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა. შესაძლებელია, იყოს სენსიტიური თემები. ნამდვილად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხები და სხვადასხვა რეგულაცია ცუდად ყოფილა გამოყენებული, ამიტომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, მმართველ უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება.

აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები