ანა დოლიძე - ირანიზაციას აპირებს ირაკლი კობახიძე? აქვს ამის თავი? - ვერ იაზრებენ, რა პოტენციალია ხალხში, რომელიც მსგავსი ტიპის საშიშროებას იგრძნობს

დასავლეთში ჯერ ძალიან მკაცრი განცხადებებით არ გამოსულან, რადგან აკვირდებიან, ხომ არ არის მორიგი „სავაჭრო პაიკი“, "სავაჭრო სვლა" „ქართული ოცნების“ ბნელი მხარისგან, მაგალითად, იმისთვის, რომ ივაჭრონ ომბუდსმენის თანამდებობასთან დაკავშირებით, - ასე აფასებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტს - „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე.

როგორც ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განმარტა, აღნიშნული კანონპროექტით, ცალსახად ზიანდება დასავლეთთან ურთიერთობა, ამავდროულად ის მიზნად ისახავს, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას.

„იცით, დღეს, რაზე უნდა იყოს საუბარი? იმაზე, რომ გუშინ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ეს არის ათასწლეულის პროექტი, რაზეც პირდაპირ არის სახალხო ინტერესი. ეს არავის პროექტია, ეს არის ქართველი ხალხის პროექტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ამ პროექტში, ვინ შემოვა ფულის ჩასადებად და ამის მაგივრად, მაპატიეთ, წერა-კითხვის უცოდინარი რამდენიმე ადამიანის მიერ მოჯღაბნილ იდეებზე გვიწევს მსჯელობა.

რაც შეეხება იმას, ამ კანონპროექტს აქვს თუ არა პოტენციალი დააზიანოს [დასავლეთთან ურთიერთობა], ცალსახად აქვს. ჩემი კონტაქტების ინფორმაციას ვიღებ დასავლეთში. ისინი ჯერ ძალიან მკაცრი განცხადებებით არ გამოსულან, რადგან აკვირდებიან, ვთქვათ, ხომ არ არის ეს რაღაც მორიგი „სავაჭრო პაიკი“, "სავაჭრო სვლა" „ქართული ოცნების“ ამ ბნელი მხრისგან, მაგალითად, იმისთვის, რომ ივაჭრონ ომბუდსმენის თანამდებობასთან დაკავშირებით. მე ამას არ გამოვრიცხავ. ომბუდსმენი არის დასანიშნი. ისინი არიან ჩიხში, რადგან დამოუკიდებელ ადამიანს ვერ ნიშნავენ და სამოქალაქო საზოგადოება „პაიკს“ არ ანიშვნინებს. როგორც კი გამოჩნდება, რომ ეს არის მართლაც სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი, ამის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ? ქართველ ხალხს ვეტყვი, შემდეგი იქნება ქვეყნიდან გასვლის ვიზა. მე კარგად ვიცნობ ამ ქვეყნებს და ასეთი ნაბიჯების შემდეგ დაგვიწესებენ ვიზებს“ , - განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ „თუ მართლაც აქეთკენ მივდივართ, ეს ახლა გამოჩნდება“.

ანა დოლიძე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით უმკაცრეს რეაქციას არ გამორიცხავს, რადგანაც ქვეყნის ბევრი საბიუჯეტო რესურსი დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებულია.

„ყველა ეს ფული გაჩერდება და არ ვიცი, ირანიზაციას აპირებს ირაკლი კობახიძე? აქვს მას იმის თავი, რომ ეს გააკეთოს? არა მგონია. არ მგონია, რომ ის იაზრებდეს ამას და იცით, რატომ? ის არასდროს ყოფილა ასეთ ბრძოლაში. ის არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული, თანამდებობაზე უბრძოლველად დანიშნული პირი, ასევე რამდენიმე პირი მის გარშემო. ისინი ვერ იაზრებენ, რა პოტენციალია ხალხში, რომელიც მსგავსი ტიპის საშიშროებას იგრძნობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე