ბადრი ესებუას ადვოკატი - ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს

ჩვენ უარს არ ვიტყვით დღეს ნიმუშის გაცემაზე, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ექსპერტიზის ჩატარების პროცესში თავიანთი სპეციალისტის ჩართვას მოითხოვენ.

„ყველასთვის ცნობილია თუ რატომ გადაიდო პროცესი. ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით. დღეს შეიძლება გააჟღეროს ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე. ჩვენ მოვითხოვეთ გონივრული ვადა, რომ კონსულტაცია გაგვევლო ბადრი ესებუასთან, გუშინ მას შეხვდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ბრალდების მხარემ თვითონ დააყენა თავისი მტკიცებულებების გადამოწმებაზე შუამდგომლობა, ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა მტკიცებულებები რაც მანამდე არსებობდა, ჩვენც თანახმა ვართ. საქმე ეხება ფონოსკოპიურ ექსპერტიზის დანიშვნას. ჩვენ უარს არ ვიტყვით დღეს ნიმუშის გაცემაზე. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს, ეს ეხება ორივე ექსპერტიზას: ოდოროლოგიურს და ფონოსკოპიურს. რაც შეეხება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენი პოზიცია ცალსახად მკაფიო იქნება, ამის საფუძველი დღეს ბრალდების მხარეს ნამდვილად არ აქვს, ეს საფუძველი უნდა არსებობდეს, თუნდაც სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს