კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიშკოლცის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიშკოლცის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„შეთანხმება სამართლის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის კუთხით თანამშრომლობას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, სასწავლო და ტრენინგკურსების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებასა და CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა