ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული უსახური შენობა-ნაგებობების შესახებ მთავრობამ განკარგულება მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული უსახური შენობა-ნაგებობების შესახებ მთავრობამ განკარგულება მიიღო. მინისტრის განმარტებით, ამ განკარგულების ფარგლებში უკვე დადგენილია უსახური შენობა-ნაგებობების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება დემონტაჟი. მისი თქმით, საუბარია ისეთი ტიპის შენობა-ნაგებობებზე, რაც იერსახეს ამახინჯებს ან გააჩნია უსაფრთხოების გამოწვევები.

მისი თქმით, ამის დასადგენად მთელი ქვეყნის მასშტაბით უსახურ შენობა-ნაგებობებს შეისწავლიან, ჩატარდება სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქალაქებში, სოფლებში, დაბებში კურორტებზე, ყველა იმ მდებარეობაზე, სადაც უკვე იდენტიფიცირებული იქნება ასეთი შენობა-ნაგებობა, მოხდება ოპერატიული რეაგირება.

„ამ ეტაპზე, პირველადი შესწავლით, დაახლოებით 1 200-ზე მეტი შენობა-ნაგებობაა იდენტიფიცირებული. შესაბამისად, პროცედურები ითვალისწინებს აღნიშნული შენობა-ნაგებობების დასკვნების მოპოვებას, რომელთა საფუძველზეც მოხდება, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სხვა მესაკუთრეების მხრიდან შესაბამისი რეაგირება. ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს იმ დადებით შედეგს, რასაც ჰქვია კიდევ უფრო უსაფრთხო, მოვლილი სივრცეები, სადაც კომფორტული იქნება ყოფნა და სრულად იქნება დაცული უსაფრთხოება. რეალურად ამ განკარგულებით მესაკუთრეებს უკვე შეეძლებათ მაქსიმალური ეფექტით განახორციელონ ასეთი ტიპის სამუშაოები, ეს იქნება დემონტაჟი, თუ იერსახის გამოსწორება, რაც მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტთან ერთად, რომელსაც ვახორციელებთ და შედეგად კი, რეალურად ხდება მთელი რიგი არეალების განახლება.

არის სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობები და არის უკვე ნანგრევებად ქცეული შენობები, ასევე არის ფიზიკურად არსებული შენობა ნაგებობები, რომლებიც საჭიროებენ დასკვნებს და თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შენობები ექვემდებარება დემონტაჟს, აქ უკვე დემონტაჟი მოხდება. რაც შეეხება ისეთ შენობა-ნაგებობას, რომელიც დემონტაჟს არ ექვემდებარება, მაგრამ პრივატიზაციის თვალსაზრისით საინტერესოა, დასკვნების საფუძველზე მოხდება ასეთი შენობა-ნაგებობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეყვანა და შემდგომ უკვე უშუალოდ მოხდება პრივატიზაციის პროცესი. მანამდე ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი გარეგნული სახე შეესაბამებოდეს გარემოებებს და დაცული იყოს მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს