ევროკავშირის ელჩი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე - წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - ჯერ დრო არის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ინიციატივა კანონად არ იქცევა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კანონად არ იქცევა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეს არის არასწორი გზავნილი და ის ევროკავშირის თორმეტ პრიორიტეტთაგან სულ მცირე ორთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას ეხება.

„ეს არის არასწორი გზავნილი, არასწორი დროის არჩევის მხრივ. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისუფლების შესახებ პრიორიტეტებთან. მე ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე რომ, ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ელჩმა.

ჰერჩინსკის თქმით, ოფიციალურმა ბრიუსელმა საკუთარი შეხედულება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩემს ზემდგომებმა ბრიუსელიდან უკვე გამოხატეს საკუთარი შეხედულება და ეს არის დღესავით ნათელი შეხედულება, რომ ეს შესაძლო კანონი ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - დასძინა ჰერჩინსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა